Џ
Џ, џ (IPA გამოთქმა /ɖʐ/ , /dʒ/) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია. გამოიყენება სერბულ, მაკედონურ და აფხაზურ ენებში. წარმოითქმება, როგორც ქართული „ჯ“. როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე. წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფი Dž, dž. მაგ.; (კირილ.) Џорџиjа = (ლათ.) Džordžija [ჯორჯია], ან (კირილ.) џез = (ლათ.) džez [ჯეზ] რაც შეეხება აფხაზურს, ამ ენას გააჩნია ორნაირი, ე. წ. მაგარი და რბილი ჯ. მაგარ ჯ-ს გამოსახავენ ასე — Џ, џ, ხოლო რბილი ჯ გამოისახება შემდეგ ასოთა კომბინირებით — Џь, џь. მაგ.; аџыр [აჯირ] — ფოლადი. аџыш [აჯიშ] ნიორი, მაგრამ абџьар [აბჯ’არ] — იარაღი. გამოიყენება მონტენეგრულ ენაში. დამატებითი ინფორმაციააღნიშნული ასო გამოიყენება შემდეგ ენებში:
ლიტერატურაJahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000. რესურსები ინტერნეტშიInformation related to Џ |