აგათია სქოლასტიკოსი (ლათ. Agathias Scholasticus, ბერძ. Ἀγαθίας Σχολαστικός; დ. 536 — გ. 582) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და პოეტი. პროფესიით იურისტი. იურიდიული ცოდნა მიუღია ალექსანდრიასა და კონსტანტინოპოლში. აგათიას პოეტური მემკვიდრეობიდან საყურადღებოა „დაფნიაკა“ — ჰეგზამეტრით გამართული ეპიკური თხზულება და ეპიგრამების შვიდწიგნეული. საისტორიო თხზულებათაგან უმთავრესი ნაშრომია თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“. ეს ხუთწიგნეული პროკოფი კესარიელის ისტორიის გაგრძელებაა. ხუთივე წიგნში ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა გადმოცემული ბიზანტიის იმპერიის 552–558 წლების ისტორია. ხუთწიგნეული VI საუკუნის დასავლეთ საქართველოს — ლაზიკის ისტორიის (დიდი ომიანობა ეგრისში) უმნიშვნელოვანესი წყაროა. ამ ნაშრომშია დაცული ეგრისელი მჭერმეტყველების აიეტისა და ფარტაზის სიტყვები გუბაზ მეფის მკვლელობასთან დაკავშირებით.
ლიტერატურა
სქოლიო