Share to:

 

ავარისი

ავარისი (ბერძ. Άβαρις) ― ჰიქსოსების ბატონობის დროს მათი მთავარი ქალაქი და სამხედრო ბაზა. მდებარეობდა ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვემო ეგვიპტის XIV, XVIII, XIX და XX ნომების შესაყართან, დღევანდელ თელ-ელ-დაბასთან, ნილოსის დელტის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში.[1] ძვ.წ. XVIII საუკუნიდან XVI საუკუნის დასაწყისამდე ავარისი ჰიქსოსებს ეკავათ, რის შემდეგაც ქალაქი იაჰმეს I-მა დაიპყრო. ქალაქის უძველესი ფენა XII დინასტიის დასაწყისით თარიღდება. ადგილის დასახლება სახელმწიფოს მიერ მართული კოლონიზაციის შედეგად დაიწყო, რომლის აღმავლობის პერიოდიც XIII დინასტიის პერიოდზე მოდის.

ლიტერატურა

  • ხვედელიძე მ., ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია, თბ.: ქარჩხაძის გამომცემლობა, 2013. — გვ. 16-17, ISBN 978-9941-452-00-0.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Baines and Malek "Atlas of Ancient Egypt" p 15 nome list and map, p 167 enlarged map of the delta.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya