ალბერტ თავხელიძე
ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე (დ. 16 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 27 თებერვალი, 2010, მოსკოვი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974) და მისი პრეზიდენტი (1986-2005). ბიოგრაფია1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1956-1970 წლებში მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970 წლებში პარალელურად მუშაობდა ქალაქ სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. თავხელიძის შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. თავხელიძემ ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი. 1986-2005 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. ჯილდოები
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|