ალექსანდრე ბრეგაძე
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბრეგაძე (დ. 29 მარტი, 1901, ქუთაისი ― გ. 10 მაისი, 1978, თბილისი) ― ქართველი ფიზიოლოგი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1941), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1972). ბიოგრაფია1926 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად, ასისტენტად (1928), დოცენტად (1930), პროფესორად (1940), კათედრის გამგედ (1960). ძირითადი ნაშრომები: „კვების ინდიციდური რეაქციების გამომუშავება შინაურ კურდღებზე“ (1929), „ძაღლის ინდივიდური რეაქცია რიგობით თვლაზე“ (1936), „ერთ და იმავე გამღიზიანებელზე მორიგეობით სხვადასხვაგვარ რეაქციათა გამომუშავება“ (1965) და სხვა. აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1937). დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის მედლით (1974, 1976). დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ლიტერატურა
|