არტანუჯის ციხეარტანუჯი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟამინდელ ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს (თურქეთი). მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. ისტორია„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ[1]. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. აქ საქონელი მოდიოდა ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვა.[2] დღეისათვის შემორჩენილია უზარმაზარ კლდეზე დაშენებული ციხის გალავნის ნაწილები, ციხის ტერიტორიაზე - ეკლესიისა და სასახლის ნაშთები. ციხის ქვემოთ ნაქალაქარია, რომლის ადგილზეც თანამედროვე ქალაქ არტანუჯის (თურქ. არდანუჩ) ერთი უბანია. ნაქალაქარის ტერიტორიაზე არის ეკლესიის ნანგრევები, ძველი სავაჭრო დუქნები, გალავნის ნაშთები და სხვ. რესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
სქოლიო
|