არშაკუნიანებიარშაკუნიანები — სამეფო დინასტიის სომხეთში (62-428), პართელ არშაკიდთა უმცროსი შტო. დააარსა პართიის მეფე ვალარშ I-ის ძმამ თრდატ I-მა (62, ოფიციალური 66-78). თავდაპირველად ტახტის პრეტენდენტს რომის იმპერატორის საბოლოო ნებართვით პართია აგზავნიდა. პართელი არშაკიდების დაცემის შემდეგ კი, როდესაც ირანში სასანიანები გამეფდნენ (226), სომხეთის მეფემ ხოსროვ I დიდმა არ ცნო ისინი და სომეხ არშაკუნიანთა ხელისუფლება მას შემდეგ მემკვიდრეობითი გახდა. არშაკუნიანების დროს სომხეთში ყალიბდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. თრდატ III დიდის (298-330) მეფობის წლებში. სომხეთის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა (301). არშაკუნიანები იბრძოდნენ ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ირანსა და რომს შორის დიდი სომხეთის გაყოფის შემდეგ (387) კი მათი ვასალები გახდნენ. 428 წელს არშაკუნიანების ხელისუფლება დაეცა. არშაკუნიანთა წარმომადგენლები
ლიტერატურა
|