აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია
|
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
|
დღემდე აშშ-ს ჯონ ადამსიდან მაიკ პენსამდე 48 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა ის პიროვნება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებში მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა 1800 წლის არჩევნებში ტომას ჯეფერსონის და აარონ ბურის მიერ თანაბარი ხმების მოპოვების გამო პრეზიდენტის ვინაობა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა. რათა მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აეცილებინათ კონსტიტუციაში მე-12 შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებით დღევანდელი სისტემა შეიქმნა, სადაც ამომრჩევლები ვიცე-პრეზიდენტს ცალკე აძლევენ ხმას.[1]
კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს მცირე უფლებები აქვს. მისი მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის პოსტის დაკავებაა, თუ თანამდებობა მოქმედი პრეზიდენტის ქმედუუნარობის, გადადგომის ან გარდაცვალების გამო განთავისუფლდება. ამ გზით 9 ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი. ასევე ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.
კონსტიტუციაში 25-ე შესწორებამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. კონსტიტუციის შესწორებამდე ასეთი 16 შემთხვევა მოხდა:7 გარდაცვალების, 1 თანამდებობიდან გადადგომის და 8 პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო. ამ შესწორებით ვაკანტურ პოსტზე ახალ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი ნიშნავს და კონგრესის ორივე პალატა ამტკიცებს. ამის მიხედვით ორი ვიცე-პრეზიდენტია დანიშნული ჯერალდ ფორდი 1973 წელს და ნელსონ როკფელერი 1974 წელს.[1]
დღემდე ვიცე-პრეზიდენტები 21 შტატიდან იყვნენ. ნახევარზე მეტი ხუთი შტატიდან იყო: ნიუ-იორკი (11), ინდიანა (6), მასაჩუსეტსი (4), კენტუკი (3) და ტეხასი (3). ვიცე-პრეზიდენტთა უმრავლესობამ პოსტი 50-60 წლის ასაკში დაიკავა და უმეტეს მათგანს პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა.
აშშ-ის ყველა ვიცე-პრეზიდენტი
ფედერალისტი
დემოკრატ-რესპუბლიკელი
დემოკრატი
ვიგი
რესპუბლიკელი
# |
სურათი |
სახელი |
მშობლიური შტატი |
პოსტზე მოსვლა |
პოსტიდან წასვლა |
პარტია |
პრეზიდენტი
|
1 |
|
ჯონ ადამსი |
მასაჩუსეტსი |
21 აპრილი, 1789[2] |
4 მარტი, 1797 |
ფედერალისტური |
ვაშინგტონი
|
2 |
|
ტომას ჯეფერსონი |
ვირჯინია |
4 მარტი, 1797 |
4 მარტი, 1801 |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური |
ჯ. ადამსი
|
3 |
|
აარონ ბური |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1801 |
4 მარტი, 1805 |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური |
ჯეფერსონი
|
4 |
|
ჯორჯ კლინტონი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1805 |
20 აპრილი, 1812[3] |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური |
ჯეფერსონი/ მედისონი
|
|
|
ვაკანტური |
|
20 აპრილი, 1812 |
4 მარტი, 1813 |
|
მედისონი
|
5 |
|
ელბრიჯ ჯერი |
მასაჩუსეტსი |
4 მარტი, 1813 |
23 ნოემბერი, 1814[3] |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური |
მედისონი
|
|
|
ვაკანტური |
|
23 ნოემბერი, 1814 |
4 მარტი, 1817 |
|
მედისონი
|
6 |
|
დანიელ ტომპკინსი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1817 |
4 მარტი, 1825 |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური |
მონრო
|
7 |
|
ჯონ კელჰუნი |
სამხრეთი კაროლინა |
4 მარტი, 1825 |
28 დეკემბერი, 1832[4] |
დემოკრატიულ-რესპუბლიკური/ დემოკრატიული |
ჯ. კ. ადამსი/ ჯექსონი
|
|
|
ვაკანტური |
|
28 დეკემბერი, 1832 |
4 მარტი, 1833 |
|
ჯექსონი
|
8 |
|
მარტინ ვან ბურენი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1833 |
4 მარტი, 1837 |
დემოკრატიული |
ჯექსონი
|
9 |
|
რიჩარდ მენტორ ჯონსონი |
კენტუკი |
4 მარტი, 1837 |
4 მარტი, 1841 |
დემოკრატიული |
ვან ბურენი
|
10 |
|
ჯონ ტაილერი |
ვირჯინია |
4 მარტი, 1841 |
4 აპრილი, 1841[5] |
ვიგი |
უ. ჰარისონი
|
|
|
ვაკანტური |
|
4 აპრილი, 1841 |
4 მარტი, 1845 |
|
ტაილერი
|
11 |
|
ჯორჯ დალასი |
პენსილვანია |
4 მარტი, 1845 |
4 მარტი, 1849 |
დემოკრატიული |
პოლკი
|
12 |
|
მილარდ ფილმორი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1849 |
9 ივლისი, 1850[5] |
ვიგი |
ტეილორი
|
|
|
ვაკანტური |
|
9 ივლისი, 1850 |
4 მარტი, 1853 |
|
ფილმორი
|
13 |
|
უილიამ კინგი |
ალაბამა |
4 მარტი, 1853[6] |
18 აპრილი, 1853[3] |
დემოკრატიული |
პირსი
|
|
|
ვაკანტური |
|
18 აპრილი, 1853 |
4 მარტი, 1857 |
|
პირსი
|
14 |
|
ჯონ ბრეკინრიჯი |
კენტუკი |
4 მარტი, 1857 |
4 მარტი, 1861 |
დემოკრატიული |
ბიუკენენი
|
15 |
|
ჰანიბალ ჰამლინი |
მენი |
4 მარტი, 1861 |
4 მარტი, 1865 |
რესპუბლიკური |
ლინკოლნი
|
16 |
|
ენდრიუ ჯონსონი |
ტენესი |
4 მარტი, 1865 |
15 აპრილი, 1865[5] |
დემოკრატიული[7] |
ლინკოლნი
|
|
|
ვაკანტური |
|
15 აპრილი, 1865 |
4 მარტი, 1869 |
|
ე. ჯონსონი
|
17 |
|
შაილერ კოლფაქსი |
ინდიანა |
4 მარტი, 1869 |
4 მარტი, 1873 |
რესპუბლიკური |
გრანტი
|
18 |
|
ჰენრი უილსონი |
მასაჩუსეტსი |
4 მარტი, 1873 |
22 ნოემბერი, 1875[3] |
რესპუბლიკური |
გრანტი
|
|
|
ვაკანტური |
|
22 ნოემბერი, 1875 |
4 მარტი, 1877 |
|
გრანტი
|
19 |
|
უილიამ უილერი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1877 |
4 მარტი, 1881 |
რესპუბლიკური |
ჰეისი
|
20 |
|
ჩესტერ ართური |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1881 |
19 სექტემბერი, 1881[5] |
რესპუბლიკური |
გარფილდი
|
|
|
ვაკანტური |
|
19 სექტემბერი, 1881 |
4 მარტი, 1885 |
|
ართური
|
21 |
|
ტომას ჰენდრიკსი |
ინდიანა |
4 მარტი, 1885 |
25 ნოემბერი, 1885[3] |
დემოკრატიული |
კლივლენდი
|
|
|
ვაკანტური |
|
25 ნოემბერი, 1885 |
4 მარტი, 1889 |
|
კლივლენდი
|
22 |
|
ლევი მორტონი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1889 |
4 მარტი, 1893 |
რესპუბლიკური |
ბ. ჰარისონი
|
23 |
|
ედლაი სტივენსონი |
ილინოისი |
4 მარტი, 1893 |
4 მარტი, 1897 |
დემოკრატიული |
კლივლენდი
|
24 |
|
გარეტ ჰობარტი |
ნიუ-ჯერსი |
4 მარტი, 1897 |
21 ნოემბერი,1899[3] |
რესპუბლიკური |
მაკ-კინლი
|
|
|
ვაკანტური |
|
21 ნოემბერი, 1899 |
4 მარტი, 1901 |
|
მაკ-კინლი
|
25 |
|
თეოდორ რუზველტი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1901 |
14 სექტემბერი, 1901[5] |
რესპუბლიკური |
მაკ-კინლი
|
|
|
ვაკანტური |
|
14 სექტემბერი, 1901 |
4 მარტი, 1905 |
|
თ. რუზველტი
|
26 |
|
ჩარლზ ფერბენკსი |
ინდიანა |
4 მარტი, 1905 |
4 მარტი, 1909 |
რესპუბლიკური |
თ. რუზველტი
|
27 |
|
ჯეიმზ შერმანი |
ნიუ-იორკი |
4 მარტი, 1909 |
30 ოქტომბერი, 1912[3] |
რესპუბლიკური |
ტაფტი
|
|
|
ვაკანტური |
|
30 ოქტომბერი, 1912 |
4 მარტი, 1913 |
|
ტაფტი
|
28 |
|
ტომას მარშალი |
ინდიანა |
4 მარტი, 1913 |
4 მარტი, 1921 |
დემოკრატიული |
უილსონი
|
29 |
|
კალვინ კულიჯი |
მასაჩუსეტსი |
4 მარტი, 1921 |
2 აგვისტო, 1923[5] |
რესპუბლიკური |
ჰარდინგი
|
|
|
ვაკანტური |
|
2 აგვისტო, 1923 |
4 მარტი, 1925 |
|
კულიჯი
|
30 |
|
ჩარლზ დეივისი |
ილინოისი |
4 მარტი, 1925 |
4 მარტი, 1929 |
რესპუბლიკური |
კულიჯი
|
31 |
|
ჩარლზ კურტისი |
კანზასი |
4 მარტი, 1929 |
4 მარტი, 1933 |
რესპუბლიკური |
ჰუვერი
|
32 |
|
ჯონ გარნერი |
ტეხასი |
4 მარტი, 1933 |
20 იანვარი, 1941 |
დემოკრატიული |
ფ. რუზველტი
|
33 |
|
ჰენრი უოლესი |
აიოვა |
20 იანვარი, 1941 |
20 იანვარი, 1945 |
დემოკრატიული |
ფ. რუზველტი
|
34 |
|
ჰარი ტრუმენი |
მისური |
20 იანვარი, 1945 |
12 აპრილი, 1945[5] |
დემოკრატიული |
ფ. რუზველტი
|
|
|
ვაკანტური |
|
12 აპრილი, 1945 |
20 იანვარი, 1949 |
|
ტრუმენი
|
35 |
|
ალბენ ბარკლი |
კენტუკი |
20 იანვარი, 1949 |
20 იანვარი, 1953 |
დემოკრატიული |
ტრუმენი
|
36 |
|
რიჩარდ ნიქსონი |
კალიფორნია |
20 იანვარი, 1953 |
20 იანვარი, 1961 |
რესპუბლიკური |
ეიზენჰაუერი
|
37 |
|
ლინდონ ჯონსონი |
ტეხასი |
20 იანვარი, 1961 |
22 ნოემბერი, 1963[5] |
დემოკრატიული |
კენედი
|
|
|
ვაკანტური |
|
22 ნოემბერი, 1963 |
20 იანვარი, 1965 |
|
ლ. ჯონსონი
|
38 |
|
ჰუბერტ ჰამფრი |
მინესოტა |
20 იანვარი, 1965 |
20 იანვარი, 1969 |
დემოკრატიული |
ლ. ჯონსონი
|
39 |
|
სპირო აგნიუ |
მერილენდი |
20 იანვარი, 1969 |
10 ოქტომბერი, 1973[4] |
რესპუბლიკური |
ნიქსონი
|
|
|
ვაკანტური |
|
10 ოქტომბერი, 1973 |
6 დეკემბერი, 1973 |
|
ნიქსონი
|
40 |
|
ჯერალდ ფორდი |
მიჩიგანი |
6 დეკემბერი, 1973[8] |
9 აგვისტო, 1974[5] |
რესპუბლიკური |
ნიქსონი
|
|
|
ვაკანტური |
|
9 აგვისტო, 1974 |
19 დეკემბერი, 1974 |
|
ფორდი
|
41 |
|
ნელსონ როკფელერი |
ნიუ-იორკი |
19 დეკემბერი, 1974[8] |
20 იანვარი, 1977 |
რესპუბლიკური |
ფორდი
|
42 |
|
უოლტერ მონდეილი |
მინესოტა |
20 იანვარი, 1977 |
20 იანვარი, 1981 |
დემოკრატიული |
კარტერი
|
43 |
|
ჯორჯ ჰ. ბუში |
ტეხასი |
20 იანვარი, 1981[9] |
20 იანვარი, 1989 |
რესპუბლიკური |
რეიგანი
|
44 |
|
დენ ქუეილი |
ინდიანა |
20 იანვარი, 1989 |
20 იანვარი, 1993 |
რესპუბლიკური |
ჯ. ჰ. უ. ბუში
|
45 |
|
ალბერტ გორი |
ტენესი |
20 იანვარი, 1993 |
20 იანვარი, 2001 |
დემოკრატიული |
კლინტონი
|
46 |
|
რიჩარდ ჩეინი |
ვაიომინგი[10] |
20 იანვარი, 2001[11] |
20 იანვარი, 2009 |
რესპუბლიკური |
ჯ. უ. ბუში
|
47 |
|
ჯოზეფ ბაიდენი |
დელავერი |
20 იანვარი, 2009 |
20 იანვარი, 2017 |
დემოკრატიული |
ობამა
|
48 |
|
მაიკ პენსი |
ინდიანა |
20 იანვარი, 2017 |
დღემდე |
რესპუბლიკური |
ტრამპი
|
სქოლიო
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
|