ბარტ რეინოლდსი
ბარტონ (ბადი) ლეონ რეინოლდს უმცროსი (ინგლ. Burton (Buddy) Leon Reynolds Jr.; დ. 11 თებერვალი, 1936, ლენსინგი, მიჩიგანი, აშშ — გ. 6 სექტემბერი, 2018, ჯუპიტერი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი მსახიობი. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი ჰოლივუდში 1970-იანი წლების ბოლოს. ორი ოქროს გლობუსის (1992, 1998) და ემის ჯილდოს (1991) მფლობელი. მისი დასამახსოვრებელი როლებია: ლევის მედლოკი განთავისუფლებაში, პოლ კრივი ყველაზე გრძელ ეზოში, მწვრთნელი ნეით სცარბოროუ ყველაზე გრძელი ეზოს 2005 წლის რიმეიქში, ბო „ბანდიტი“ დარვილი სმოტი და ბანდიტში, ჯ.ჯ მაკკლარი The Cannonball Run-ში, ჩარლი ბარკინის ხმა ყველა ძალი მიდის სამოთხეში და ჯან ჰორნერი Boogie Nights-ში. ადრეული ცხოვრებაბარტონ ლეონ რეინოლდს უმცროსი დაიბადა 1936 წლის 11 თებერვალს ჰარიეტ ფერნეტ „ფერნ“ (ინგლ. Harriet Fernette "Fern", ქალიშვილობაში მილერი — ინგლ. Miller) და ბარტონ მაილო რეინოლდსის (ინგლ. Burton Milo Reynolds sr.) ოჯახში.[1] რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|