ბგერის სიჩქარე
ბგერის სიჩქარე — ბგერითი ტალღების გავრცელების სიჩქარე რომელიმე დრეკად გარემოში. აირებიბგერის სიჩქარე განისაზღვრება გარემოს მოცულობითი კუმშვადობით და სიმკვრივით: როცა შესაკუმში აირის ნაწილაკებს შორის სითბოს გაცვლას ადგილი არა აქვს, ამ აირის კუმშვადობა (ე. წ. ადიაბატური კუმშვადობა) გამოისახება ფორმულით:
სადაც არის ატმოსფერული წნევა, აირის თბოტევადობების ფარდობა მუდმივი წნევისა და მოცულობის დროს). ბგერის სიჩქარის პირველი გამოთვლა მოგვცა პ. ლაპლასმა XIX საუკუნის დასაწყისში. ბგერის სიჩქარე აირისთვის დამოკიდებულია ტემპერატურაზე:
სადაც არის ბგერის სიჩქარე 0°C-ზე, T — აბსოლუტური ტემპერატურა. სითხეებიზღვაში ბგერის სიჩქარე იცვლება ტემპერატურის, სიღრმისა და მარილიანობის შესაბამისად. მტკნარ წყალში ბგერის სიჩქარე მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს 74°C-ზე (1557 მ/წმ), ხოლო შემდეგ გახურებისას ხელახლა მცირდება. სითხეთა უმრავლესობაში (გარდა წყლისა) ბგერის სიჩქარე ტემპერატურის გადიდებით მცირდება. მყარი სხეულებიდრეკად მყარ სხეულში წნევის სიგრძივი ტალღების გარდა შეიძლება გავრცელდეს განივი და ზედაპირული ბგერითი ტალღებიც, რომელთა გავრცელების სიჩქარე საგრძნობლად განსხვავდება სიგრძივი ტალღების გავრცელების სიჩქარისაგან. ანიზოტროპულ სხეულებში ტალღების გავრცელების სიჩქარე სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვაა. ლიტერატურა
|