ბოიანის ეკლესია
ბოიანის ეკლესია (ბულგ. Боянска църква) — შუა საუკუნეების ეკლესია ბულგარეთში. მდებარეობს დედაქალაქ სოფიადან 8 კმ-ში, სოფელ ბოიანაში. ვიტოშას მთის ძირში. 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. თავდაპირველად, ამ ადგილას X საუკუნეში აშენდა წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა პანტელეიმონის პატარა ეკლესია. XIII საუკუნეში, სევასტოკრატ კალოიანას ბრძანებით, მის ადგილას უფრო დიდი, ორსართულიანი ეკლესია ააშენეს, რომელიც ფრესკებით მოხატეს (დასრულდა 1259 წელს). ერთ-ერთ კედელზე შემორჩენილია წარწერა: +взъдвиже сѧ ѽ земѧ и създа сѧ прѣчисты хра შემომწირველის პატივსაცემად, ეკლესიას კალოიანოვა უწოდეს. XIX საუკუნეში ანსამბლს მესამე შენობა დაუმატეს. იხილეთ აგრეთვეგალერეა
რესურსები ინტერნეტში
|