ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია
ბუკოვინისა და დალმაციის მიტროპოლიტის რეზიდენცია — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის მთავარი ღირსშესანიშნაობა. ბუკოვინისა და დალმაციის მართლმადიდებელი მიტროპოლიტების ყოფილი რეზიდენციის არქიტექტურული ანსამბლი ააშენეს 1864-1882 წლებში ძველი საეპისკოპოსო სახლის ადგილზე. ამჟამად აქ მდებარეობს ჩერნოვცის ეროვნული უნივერსიტეტი. ეს უნიკალური არქიტექტურული ანსამბლი შეიქმნა ეპისკოპოს ევგენის დიდი ძალისხმევით. 1863 წელს მან ავსტრიის იმპერატორისაგან მიიღო ნებართვა აეშენებინა ღირსეული საეპისკოპოსო რეზიდენცია ბუკოვინის დედაქალაქში. არქიტექტურული ანსამბლის პროექტი ეკუთვნის ჩეხ არქიტექტორს იოზეფ ჰლავკას. მის ქმნილებაში ჭარბობს ბიზანტიური და რომაული სტილი. 2011 წელს არქიტექტურული კომპლექსი შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1]. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშისქოლიო |