ბულკიზის რაიონი
ბულკიზის რაიონი (ალბ. Rrethi i Bulqizës) — ალბანეთის 36 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში და დიბრის ოლქის შემადგენელი ნაწილია. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ბულკიზა. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 28 374 ადამიანს შეადგენს. მთლიანობაში ბულკიზის რაიონი 469 კმ²-ს მოიცავს. მდებარეობა და გეოგრაფიარაიონი ორი მდინარის — დრინისა და დიბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. აღმოსავლეთი საზღვარი (მაკედონიასთან) ნაწილობრივ დრინს გასდევს. ეს ნაწილი გოლობორას სახელითაა ცნობილი და მაკედონელთა სოფლებითაა დასახლებული. რაიონის ლანდშაფტი უმეტესად მაღალმთიანია. აქ მრავლადაა 2000 მეტრზე მაღალი მთები. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დრინის ხეობაში და ბულკიზში ცხოვრობს. ბულკიზის რაიონი ცნობილია ადგილობრივი ჯიშის თხით. ეკონომიკა და მრეწველობაბულგიზის საბადოებში ნიკელი მოიპოვება. საბადო უმსხვილესია ალბნეთში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. დასახლებული პუნქტების დიდი რაოდენობა რთულად მისადგომია, განსაკუთრებით ზამთარში. ადმინისტრაციული მოწყობაბულკიზის რაიონი 8 მუნიციპალიტეტად იყოფა. ესენია:
სქოლიო
|