გალათასარაი (საფეხბურთო კლუბი)
საფეხბურთო კლუბი „გალათასარაი“ (თურ. Galatasaray Spor Kulübü) — თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბოლიდან, თამაშობს თურქეთის ჩემპიონატში. დაარსებულია 1905 წელს. გალათასარაი საშინაო შეხვედრებს მართავს „თურქ ტელეკომ არენაზე“, რომელიც 55 662 მაყურებელს იტევს. „გალათასარაი“ ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, კლუბი არის თურქეთის ჩემპიონი 22-ჯერ, 18-ჯერ არის თურქეთის თასის მფლობელი, 16-ჯერ თურქეთის სუპერთასის მფლობელი, კლუბი ასევე მფლობელია, უეფას თასის და უეფას სუპერთასის. გალათასარაი ორი გუნდიდან ერთ-ერთია, რომელმაც უეფას თასი მოიგო და ტურნირის განმავლობაში არ დამარცხებულა და პირველი გუნდია, რომელმაც მოიგო ტურნირი მას შემდეგ, რაც მესამე ადგილი დაიკავა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. უეფას თასის ფინალში 1999-2000 წლის სეზონში „გალათასარაიმ“ 11 მეტრიანების სერიაში 4:1 დაამარცხა ლონდონის „არსენალი“ და გახდა პირველი თურქული კლუბი, რომელიც დაეუფლა ევროთასს. „გალათასარაის“ ასევე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სახლში გამარჯვებების ყველაზე დიდ სერიაში. 2001 წლის 13 მაისიდან 2002 წლის 8 დეკემბრამდე მოიგო ზედიზედ 24 შეხვედრა საკუთარ მოედანზე. 2001 წლის იანვარში „გალათასარაი“ მსოფლიო საუკეთესო კლუბების სათავეში იდგა. ტიტულებიევროთასებიოფიციალური ტურნირებიგამარჯვებული (1): 2000 გამარჯვებული (1): 1999–2000 ნახევარ-ფინალი (1): 1988–1989 მეოთხედ-ფინალი (1): 1991–1992 არაოფიციალური ტურნირებიგამარჯვებული (1): 2013 გამარჯვებული (1): 2014 შიდა შეჯიბრებებიგამარჯვებული (19): (რეკორდი) 1961–62, 1962–63, 1968–69, 1970–71, 1971–72, 1972–73, 1986–87, 1987–88, 1992–93, 1993–94, 1996–97, 1997–98, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2005–06, 2007–08, 2011–12, 2012–13 გამარჯვებული (14): (რეკორდი) 1963, 1964, 1965, 1966, 1973, 1976, 1982, 1985, 1991, 1993, 1996, 1999, 2000, 2005 გამარჯვებული (14): (რეკორდი) 1966, 1969, 1972, 1982, 1987, 1988, 1991, 1993, 1996, 1997, 2008, 2012, 2013, 2015 რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|