გელზენკირხენი
გელზენკირხენი (გერმ. Gelsenkirchen) — ქალაქი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში. მდებარეობს რურის არეალის ჩრდილოეთ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 257 981 ადამიანს შეადგენს. გელზენკირხენი პირველად 1150 წელს მოიხსენიება, მაგრამ XIX საუკუნემდე მხოლოდ პატარა სოფლად რჩებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან, ინდუსტრიულმა რევოლუციამ მთელი არეალის ზრდა დააჩქარა. 1840 წელს, როდესაც ქვანახშირის მპოპვება დაიწყო, ქალაქში 6000 მოსახლე ცხოვრობდა, უკვე 1900 წლისთვის კი 138 000. XX საუკუნის დასაწყისში, გელზენკირხენი ევროპაში ქვანახშირის მომპოვებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. მას „ათასი ცეცხლის ქალაქს“ უწოდებდნენ, რადგან მაღაროების გაზი ღამღამობით კაშკაშა ალით იწვოდა. 1928 წელს, გელზენკირხენი მეზობელ ქალაქებს — ბუერსა და ჰორსტს შეერწყა. ამ პერიოდში მისი სახელი გელზენკირხენი-ბუერი გახდა, 1930 წლიდან კი მხოლოდ გელზენკირხენი დამკვიდრდა. ნაცისტურ პერიოდში, ქალაქი ქვანახშირის მოპოვებისა და ნავთობის წარმოების ცენტრად რჩებოდა, რის გამოც მეორე მსოფლიო ომისას იგი მოკავშირეთა მიერ იბომბებოდა. დღეისათვის, გელზენკიხენში აღარაა არც ერთი ქვანახშირის მაღარო და ქალაქი ახალი პროფილის ძიებაშია. დეკადების განმავლობაში ქალაქს უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა გერმანიაში. დღეისათვის, აქ ფუქციონირებს გერმანიაში უდიდესი მზის ენერგიის სადგური. ქალაქს ჰყავს ცნობილი საფეხბურთო კლუბი შალკე 04. მოსახლეობის ზრდა
¹ აღწერები იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|