გიორგი აბურჯანია
გიორგი აბურჯანია (დ. 2 იანვარი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, პორტუგალიური ავეშის ავს-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1][2][3] საკლუბო კარიერააბურჯანია თამაშობდა „სევილიას“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და „ხიმნასტიკში“. მანამდე კი რუსთავის „მეტალურგის“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, კვიპროსული „ანორთოსისისა“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ღირსებას იცავდა. 2021 წლის იანვრის ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „კარტახენაში“ „ოვიედოდან“ გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.[4] სანაკრებო კარიერააბურჯანია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2016 წლის 29 მარტს, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[5] პირველი ბურთი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[6] სანაკრებო სტატისტიკა
მიღწევებისაკლუბო
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|