გნეზნო
გნეზნო (პოლ. Gniezno, გერმ. Gnesen) — ქალაქი პოლონეთში, შედის ველიკოპოლსკის სავოევოდოს, გნეზნოს პოვიატში. აქვს საქალაქო გმინის სტატუსი. ფართობი 49 კმ². მოსახლეობა შეადგენს 70 083 ადამიანს (2006 წელი). რკინიგზის კვანძი. ქალაქში არის სამკერვალო, კვებისა და ტყავის საწარმოები. ისტორიაგნეზნო წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქალაქს, მისი დაარსებას მიაკუთვნებენ VIII ს-ის ბოლოს. აქ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობა 1936 წლიდან. აღმოჩენილ იქნა VIII-XIII საუკუნეების კულტურული შრეები, ხისა და მიწის გამაგრებებით, ღუმელებიანი მორების სახლებით, სახელოსნოებითა და სამეურნეო ნაგებობებით. მიღებულია დიდი მატერიალური მასალა ძველი პოლონეთის კულტურის ისტორიის, ხელოსნობის და ვაჭრობის შესახებ. X საუკუნის გნეზნო იყო ძველი პოლონეთის სახელმწიფოს დედაქალაქი, ეგრეთ წოდებული პიასტის გზის მთავარი ცენტრი, რომელიც აერთიანებდა, ადგილებს რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ძველი პოლონური სახელმწიფოს შექმნაში. აქ დაიწყო სლავური ტომების გაერთიანების პროცესი, რომელიც დაამთავრა მთავარმა მიეშკო I — პირველმა უტყუარმა პოლონეთის მმართველმა, პიასტების დინასტიის დამაარსებელმა. მან ასევე შემოიღო ქრისტიანობა პოლონეთში; პირველი პოლონური საარქიეპისკოპოსო იყო სწორედ გნეზნოში. იმ დროს ქალაქი იყო მსხვილი სახელოსნო ცენტრი და აწარმოებდა ფართო ვაჭრობას არაბულ აღმოსავლეთთად, ჰქონდა მუდმივი სავაჭრო ურთიერთობები კიევის რუსეთთან. 1000წლიდან გნეზნო — არქისაეპისკოპოსოს საკათედრო ქალაქია, პოლონეთის მეფეების კორონაციის ადგილი (XIV საუკუნემდე). 1000 წ. გნეზნოში გაიმართა ბოლესლავ I მამაცისა და იმპერატორ ოტონ III-ის შეხვედრა, სადაც გადაწყვეტილ იქნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს საკითხი, რის შედეგადაც ბოლესლავმა მიიღო მეფის ტიტული. ქალაქ გნეზნო მჭიდროდაა დაკავშირებული წმ. ვოიცეხთან (ადალბერტი) - ეპისკოპოსთან, მისიონერთან და წამებულთან, რომელიც წარმოადგენს ქალაქის მფარველს. 1793 წლიდან გნეზნო შედის პრუსიის შემადგენლობაში (1807–1815 პერიოდის გარდა, როდესაც ეკუთვნოდა ვარშავის ჰერცოგს). 1918 წლიდან შედის პოლონეთის შემადგენლობაში. არქიტექტურული ძეგლები
დაძმობილებული ქალაქები
იხილეთ აგრეთვეგალერეა
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
|