გრიგოლ აბაშიძე
გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე [დ. 19 ივლისი (1 აგვისტო), 1914, ზედა რგანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი, 1994, თბილისი] — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა — „სამხრეთის საზღვარზე“ (1949), „ლენინი სამგორში“ (1950, ორივე ციკლისთვის — სახელმწიფო პრემია, 1951), „თუნდ დავიარო მთელი სამყარო“ (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან. აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წლებში („მტრები“, 1941; „გაზაფხული“, 1945; „მას დიდება“, 1944; „ძლევამოსილი“, 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით („გიორგი VI“, 1942; „ძლევის ქედი“, 1943; „ზარზმის ზმანება“, 1946; „ციხის ლეგენდა“). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები „ლაშარელა“ (1957), „დიდი ღამე“ (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები „ქვევრი“ (1961 — სათაურით „შემოღამება ქვევრში“), „ცხოვრება წინ არი“ (1964) და რომანი „ყორნალი“ (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა „მოგზაურობა სამ დროში“ (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა ა. მიცკევიჩის, ი. ნერუდას, პეტეფის, მ. ემინესკუს, ხ. ბოტევის, ი. ვაზოვისა და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე. იყო ჟურნალ „ნიანგის“, „დროშისა“ და „მნათობის“ რედაქტორი. 1967 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი მდივანი, ხოლო 1973 წლიდან — თავმჯდომარე. 1970-იდან სსრკ მწერალთა კავშირის სამდივნოს წევრი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. დასაფლავებულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. პოლიტიკური მოღვაწეობასკკპ წევრი 1944 წლიდან. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს VIII–IX მოწვევის დეპუტატი. საქართველოს სსრ უმაღლესის საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი. შემოქმედება
ჯილდოებიმინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის წოდება (1974), 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენები. ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშისქოლიო
|