დეივ ბრუბეკი
დეივიდ უორენ „დეივ“ ბრუბეკი (ინგლ. David Warren „Dave“ Brubeck) (დ. 6 დეკემბერი, 1920 — გ. 5 დეკემბერი, 2012) — ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელიც მიჩნეულია ქულ-ჯაზის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მას ეკუთვნის არაერთი ჯაზის სტანდარტი, "In Your Sweet Way"-სა და "The Duke"-ის ჩათვლით. ფასდაუდებელია მისი იმპროვიზაციის უნარი, მცდელობა ჯაზის და კლასიკური მუსიკის შერწყმისა და ის გარდატეხა, რომელიც მან შეიტანა ჯაზის სამყაროში, ზურგია აქცია რა ტრადიციულ სვინგს, რომელიც 4/4 რიტმულ თვლას ეფუძნებოდა და შეეჭიდა აქამდე გაუგონარ რითმებს: 3/4, 5/4, 6/4, 7/4, 9/8. ბრუბეკის რიტმულ განუკითხაობას და აგრესიულ საშემსრულებლო სტილს მოხერხებული პარტნიორი სჭირდებოდა და ასეთი აღმოჩნდა ალტ-საქსოფონისტი პოლ დეზმონდი. სწორედ მან აჩუქა ბრუბეკის ჯაზ ოთხეულლს დაუვიწყარი შედევრი Take Five, რომელიც 5/4 რიტმულ თვლას ეფუძნება.[1]. კომპოზიცია შესული ალბომში Time Out, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვადი ჯაზ-ალბომია.[2]. დეივ ბრუბეკს უამრავი ჯაზ-ჰიტის გარდა, ეკუთვნის რამდენიმე სასულიერო კომპოზიციაც. ახალგაზრდობა და კარიერადეივ ბრუბეკი დაიბადა კალიფორნიის ქალაქ კონკორდში[1] და გაიზარდა ქალაქ იონში. მამამისი პიტერ ჰოვარდ ბრუბეკი ფერმერი იყო, ხოლო დედა ელიზაბეტი ფორტეპიანოს ფლობდა და დამატებითი შემოსავლისთვის ასწავლიდა კიდეც ფორტეპიაონოს დაკვრას.[3] სქოლიო
|