დიოგუ ჟოტა
დიოგუ ჟოზე ტეიშეირა და სილვა (პორტ. Diogo José Teixeira da Silva), ცნობილი როგორც დიოგუ ჟოტა (პორტ. Diogo Jota; დ. 4 დეკემბერი, 1996) — პორტუგალიელი ფეხბურთელი, „ლივერპულისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. ბიოგრაფიაჟოტას კარიერა „პასუშ დე ფერეირაში“ დაიწყო, რის შემდეგაც 2016 წელს ლა ლიგის კლუბ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდა. ორი სეზონის მანძილზე იყო გუნდის საკუთრება, ამ პერიოდში გაიჯარებული იყო „პორტუსა“ და „ვულვერჰემპტონში“. 2018 წლის ივლისში ის კლუბს 14 მილიონი ევროს სანაცლოდ შეუერთდა და გუნდის რიგებში ასამდე შეხვედრა ჩაატარა. 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ლივერპულს“, 50 მილიონი ევროს (41 მილიონი გირვანქა სტერლინგი) სანაცვლოდ.[3] სანაკრებო კარიერაჟოტა არის პორტუგალიის 19, 21 და 23 წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი წევრი.[4][5] ის იყო ნაკრების წევრი 2019 წლის უეფას ერთა ლიგის ფინალში, რომელიც პორტუგალიამ საშინაო არენაზე მოიგო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის ნოემბერში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. სანაკრებო სტატისტიკა
მიღწევებისაკლუბო
სანაკრებო
ინდივიდუალური
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
|