Share to:

 

დიპლიპიტო

ტერმინს „დიპლიპიტო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიპლიპიტო (ალმანახი).

დიპლიპიტო, იგივე ნაღარა[1]დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით „თხის ფეხუნებით“. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა („კავკასიურ ესკიზებში“, 1894), შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ. არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს. ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლიერმა („შაჰსენემი“) და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. დ. არაყიშვილი, „ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya