დნობის კუთრი სითბოდნობის კუთრი სითბო, დნობის ენტალპია, კრისტალიზაციის კუთრი სითბო (სიმბოლო: λ) — სითბოს ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა დნობის ტემპერატურაზე ერთეული მასის კრისტალური ნივთიერების სითხედ გადაქცევისათვის, ანუ სხვა სიტყვებით — ნივთიერების ერთეული მასის დნობის სითბო. დნობის სითბო — სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა წონასწორული იზობარულ-იზოთერმული პროცესის დროს ნივთიერების გადასაყვანად მყარი (კრისტალური) მდგომარეობიდან თხევადში. დნობის კუთრი სითბო აღინიშნება ასო (ბერძნული ლამბდა) დნობის კუთრი სითბოს გამოსათვლელი ფორმულაა: , სადაც — დნობის კუთრი სითბოა, — სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ დნობისას (ან გამოყოფილი კრასტალიზაციისას), — გასადნობი (კრისტალიზებად) ნივთიერების მასა. დნობის კუთრი სითბო იზომება კალ/გ, კკალ/კგ და ჯ/კგ ერთეულებით. არსებობს აგრეთვე მოლური (გრამ-ატომური) დნობის სითბო, (ჯ/მოლ, კკალ/მოლ ან კალ/მოლ) დნობის სითბო.
იხილეთ აგრეთველიტერატურა
|