ეგვიპტის ოცდამეათე დინასტია — ეგვიპტის დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც მართავდნენ ეგვიპტეს ძვ.წ. 380 წლიდან ძვ.წ. 343 წლამდე. ოცდამეათე დინასტიის მმართველობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნექტანებ I-მა აჰორისის ვაჟი ნეფერიტ II ტახტიდან ჩამოაგდო. ამ დინასტიას ხშირად გვიანი პერიოდის ნაწილადაც განიხილავენ.
ისტორია
ძვ.წ. 380 წლისთვის ნექტანებ I უკვე მთელ ეგვიპტეს აკონტროლებდა, თუმცა ნექტანებ I-მა თავისი მეფობის უმეტესი დრო სპარსელების შემოტევების მოგერიებას შესწირა, რაშიც მას რამდენიმეჯერ სპარტელები და ათენელებიც დაეხმარნენ. ძვ.წ. 365 წელს ნექტანებმა საკუთარი ვაჟი ტახოსი თანამმართველად და მემკვიდრედ გამოაცხადა და ნექტანებ I სიკვდილამდე, ძვ.წ. 363 წლამდე მამა და შვილი ერთად მეფობდნენ. მამის გარდაცვალების შემდეგ ტახოსი სპარსეთი ტერიტორიაზე შეიჭრა, თავდაპირველად მცირე წარმატებებიც მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით მისი ვაჟის ჯოჰეპიმუს მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახოსი ძვ.წ. 360 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს.[1] ჯოჰეპიმუმ ეგვიპტეში მისი მამის ტახოსის არაპოპულარობით ისარგებლა და საკუთარი ვაჟი ნექტანებ II ძვ.წ. 360 წელს ფარაონად გამოაცხადა. ეგვიპტის არმია კი ნექტანებ II-ის გარშემო გაერთიანდა, რამაც ტახოსი აიძულა სპარსეთში გაქცეულიყო.[2]
ნექტანებ II-ს მმართველობის დროს სპარსელები დიდი ძალიხმევით ცდილობდნენ ეგვიპტის ხელახლა დაპყრობას. პირველი ათი წლის მანძილზე ნექტანებ II სპარსელთა შემოტევებს იგერიებდა, რისი მიზეზიც სპარსეთის იმპერიაში არსებული შიდა არეულობები იყო, არტაქსერქსე III იძულებული გახდა საკუთარი იმპერიის ერთიანობისთვის და ძალაუფლების განმტკიცებისთვის ებრძოლა. მოგვიანებით ძვ.წ. 351/350 წლებში არტაქსერქსემ ზამთარში ეგვიპტის დასაპყრობად ილაშქრა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ლაშქრობაში დამარცხებამ კვიპროსში, ფინიკიაში და კილიკიაში აჯანყება გამოიწვია.[3] ნექტანებმა ამ აჯანყებებს მხარი დაუჭირა, საბოლოოდ არტაქსერქსემ ეს აჯანყებები ჩაახშო და ძვ.წ. 343 წელს ხელახლა შეიჭრა ეგვიპტეში. მეორე ლაშქრობა უკვე წარმატებული აღმოჩნდა და ნექტანებ II იძულებული გახდა მემფისში ნილოსის დელტაში უკან დაეხია. მოგვიანებით იგი სამხრეთ ნუბიიდან ქაიქცა და თავი ნაპატას მეფეს ნაცტასენი შეაფარა.[4]
ასევე მეამბოხე ხაბაბაში თავს მეფედ აცხადებადა (ძვ.წ. 338 - ძვ.წ. 336), ისტორიაში ნექტანებ II მიჩნეულია როგორც ეგვიპტის უკანასკნელი მკვიდრი ფარაონი, ნექტანების მარცხი შედეგად ეგვიპტის როგორ დამოუკიდებელი სამეფოს არსებობა დასრულდა.[5]
ფარაონები
ფარაონის სახელი |
სამეფო სახელი |
მმართველობა |
კომენტარი
|
ნექტანებ I |
ჰეპერკარა |
ძვ.წ. 380 - ძვ.წ. 362 |
განდევნა სპარსელები ეგვიპტიდან
|
ტახოსი |
ირიმაატენრა |
ძვ.წ. 362 - ძვ.წ. 360 |
გაერთიანდა სპარტასთან და ათენთან
|
ნექტანებ II |
სენეჯემიბრა სეტეპენჰერეტი |
ძვ.წ. 360 - ძვ.წ. 343 |
ტახტიდან ჩამოაგდო ტახოსი მამისა და აგესილაე II-ის დახმარებით
|
გალერეა
სქოლიო
- ↑ ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:377
- ↑ ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:379
- ↑ ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:379-380
- ↑ ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:380-381
- ↑ ნიკოლას გრიმალი, ძველი ეგვიპტის ისტორია, Blackwell Books: 1992, გვერდი:381
რესურსები ინტერნეტში