ევროპის სახალხო პარტია
ევროპის სახალხო პარტია (ესპ) — პოლიტიკური ცენტრის გაერთიანება. იგი აერთიანებს მსგავსი იდეოლოგიების ნაციონალურ პარტიებს, ევროსაბჭოს წევრ და ასცორიებული წევრობის მქონე ქვეყნებიდან. ასევე ამყარებს ახლო კონტაქტს სავარაუდო კანდიდატ ქვეყნებთან. იგი წარმოადგენს ევროპის პოლიტიკურ პარტიათა უდიდეს გაერთიანებას, რომელიც შეიქმნა 1976 წელს ქრისტიან დემოკრატიული პარტიების მიერ. დღესდღეობით იგი მოიცავს ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის, როგორც ქრისტიან-დემოკრატიულ, ასევე კონსერვატიულ, ევროპულ ფედერალისტულ და ლიბერალ კონსერვატიულ პარტიებს. ესპ ყველაზე მსხვილი ევროპული გაერთიანებაა და ფლობს უმრავლესობას ევროპარლამენტში. მასში ამჟამად გაერთიანებულია ევროპის 39 ქვეყნის 75 პარტია. მის ხელმძღვანელობაში შედიან ევროკავშირის 16 წევრი და 7 არა-წევრი ქვეყნის პარტიები, მათ შორის საქართველოდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან დემოკრატიული პარტია. 1990 წლიდან პარტიას ხელმძღვანელობს ბელგიის ყოფილი პრემიერი ვილფრიდ მარტენსი. პარტიას 35 წლიანი ისტორიის პერიოდში 4 თავმჯდომარე ჰყავდა:
სრულუფლებიანი წევრი პარტიები
ასოცირებული წევრები
დამკირვებელი წევრები
შენიშვნა
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|