ემილი ბლანტი
ემილი ოლივია ლორა ბლანტი (ინგლ. Emily Olivia Laura Blunt; დ. 23 თებერვალი, 1983) — ოქროს გლობუსის მფლობელი ინგლისელი მსახიობი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ და „ეშმაკი ატარებს პრადას“. მან მოიპოვა ოქროს გლობუსი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელმა ქალმა მსახიობმა, BBC-ის ტელე-ფილმისათვის „გიდეონის ქალიშვილი“ და ამავე დაჯილდოების ცერემონიალზე იყო ნომინირებული ფილმისათვის „ეშმაკი ატარებს პრადას“. ბიოგრაფიაემილი ბლანტი არის როჰამპტონიდან (ლონდონი, ინგლისი). ის ერთ-ერთია ოთხი დედმამიშვილიდან, რომლებიც ადვოკატი მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში დაიბადნენ. მისი ბიძა არის კრისპინ ბლანტი, კონსერვატორი, პარლამენტის წევრი. 16 წლის ასაკში ბლანტმა ჩააბარა ექვსწლიან კოლეჯში — ჰარტვუდ ჰაუსში, რომელიც ცნობილია თავისი ხელოვნებისათვის მზადების პროგრამებით. სწორედ ამ კოლეჯში მოხიბლა მან ერთ-ერთი აგენტი. ემილი ცხოვრობს ლონდონსა და ვანკუვერში. ის თავის მეგობარ ბიჭთან, კანადელ მომღერალ მაიკლ ბუბლეისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ის პირველად მელბურნში, ავსტრალიის სატელევიზიო დაჯილდოებაზე შეხვდა 2005 წელს. როცა ისინი შეხვდნენ მაიკლს ბლანტი სატელევიზიო პროდიუსერი ეგონა. მოგვიანებით ემილიმ ბეკ-ვოკალი ჩაწერა ბილი პოლის სიმღერის „Me and Mrs. Jones“-ის მაიკლისეული ქავერ-ვერსიისათვის, რომელიც შევიდა ალბომში სახელწოდებით „Call Me Irresponsible“. ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|