ესპანური ენა
გავრცელების არეალი
ისტორიაესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX საუკუნეში გავრცელდა ძველი კასტილიის, ხოლო XI საუკუნიდან მთელს ცენტრალურ ესპანეთში. XV საუკუნეში კასტილიური დიალექტი გახდა ესპანეთის ლიტერატურული ენა. ესპანური 34 მლნ. ადამიანის ენაა, რომლებიც ცხოვრობენ ესპანეთის ტერიტორიაზე. მათ შორის არიან კატალონიელები, ბასკები და გალისიელები, რომელთაც თავიანთი ენაც აქვთ. კატალონელებს უკავიათ კატალონიის, ვალენსიის მდინარისპირეთი და ბალეარის კუნძულების ნაწილი და ლაპარაკობენ კატალანურად. ბასკები ცხოვრობენ ბასკეთის სამ პროვინციაში - გიპუსკოაში, ბისკაიასა და ალავაში, და ლაპარაკობენ ბასკურ ენაზე, რომელიც არ ეკუთვნის ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფს, არამედ განეკუთვნება იბერიულ ოჯახს. გალისიელები ცხოვრობენ ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, პორტუგალიასთან და აქვთ საკუთარი ენა, რომელიც ძალიან ჰგავს პორტუგალიურს. ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მცირე აზიაში (ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთი და ყოფილი იუგოსლავია) ცხოვრობენ საფარიელი ბერძნები, რომლებიც 1492 წ. გაძევებულ იქნენ ესპანეთიდან კათოლიკე მეფეების ფერნანდოსა და იზაბელის დროს, და რომლებმაც შემოინახეს თავიანთი მშობლიური ენა (ესპანური). ესპანური ეკუთვნის რომანულ ენათა ოჯახს. ამ ჯგუფში ესპანურის გარდა არის ფრანგული, პროვანსული, იტალიური, რუმინული, მოლდავური, პორტუგალიური, გალისიური, კატალანური ენა, რეტორომანული, სარდინიული და დალმატური ენა (ან დალმატი), რომელთაგან ბოლო ორი მკვდარ ენებს განეკუთვნება. ყველა ამ ენის წარმომავლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული რომის იმპერიის არსებობასთან. პირველად ლათინური ენა გავრცელებული იყო რომის ტერიტორიასა და მის შემოგარენში. იტალიის ამ რეგიონს ანტიკურ ხანაში ლაციუმს უწოდებდნენ. აქედანაა მისი სახლეწოდებაც „ლათინური ენა“. მოგვიანებით, რომის იმპერია მოიცავდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს, რამაც რომაელებს მისცა უფლება ხმელთაშუა ზღვისთვის ეწოდებინათ mare nostrum (ჩვენი ზღვა). რომაელების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს პროვინციები ერქვა. ვერც რომის იმპერიის რღვევამ და ვერც ბარბაროსების შემოსევებმა, რაც ჩვ. ერამდე II საუკუნეში დაიწყო, ვერ შეაჩერა რომანიზაცია, რომელიც ახ. წელთაღრიცხვით VII-VIII სს-მდე გაგრძელდა. ყველა რომანული ენა მოდის ლათინური სალაპარაკო ენიდან. ამ ენის მატარებელნი იყვნენ რომაელი ლეგიონერები, ჩინოსნები და ვაჭრები, რომლებიც გადაადგილდებოდნენ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. სხვადასხვა რომანულ ენას საფუძვლად დაედო გარკვეული ფაქტორები, რაც გამოწვეული იყო სალაპარაკო ლათინურისა და რომაული პროვინციების დაშორებით; ეს ფაქტორები შემდეგია:
რომანული ენები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:
მაშინ, როდესაც დასავლურ რომანულ ჯგუფში შედის გალო-რომანული და იბერო-რომანული ჯგუფი, რთულია მათი მკვეთრი გამიჯვნა. განსაკუთრებით დიდ დისკუსიას იწვევს კატალანური ენა. გრამატიკანაცვალსახელიპირის ნაცვალსახელიპირის ნაცვალსახელი დაიყოფა ორი სახის ნაცვალსახელად, - სუბიექტისად და ობიექტისად. ობიექტის, ანუ დამატების ნაცვალსახელი, თავის მხრივ, ორგვარია, მახვილდასმული და უმახვილო ფორმისა.
ზმნა: უღლება, კილო და დროებიზმნის განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმებიზმნის განსაზღვრული ფორმები ესპანურში პირის, რიცხვის და კილოს მიხედვით იცვლება, ხოლო განუსაზღვრელი კი არა. ესპანურ ენაში ზმნას სამი განუსაზღვრელი ფორმა გააჩნია; ინფინიტივი, გერუნდივი და პარტიციპი. უღლების ტიპებიესპანური ზმნას დაჰყოფენ უღლების სამ ტიპად, ან სამ კლასად იმისდა მიხედვით, თუ რომელ ზმნას ინფინიტივში რა დაბოლოება გააჩნია.
კილოესპანურში მოქმედება შეიძლება იცვლებოდეს ახლანდელ, წარსულ და მომავალ დროებში, თუმცა გარდა ამისა, არსებობს კიდევ ე.წ. კილოს კატეგორია. კილო, ანუ მოდუსი სამია ესპანურში: თხრობითი კილო, კავშირებითი კილო და ბრძანებითი კილო.
მარტივი და რთულშედგენილი დროის ფორმებიზმნის ზოგიერთი დრო იწარმოებს რთულშედგენილ ფორმებს. რთულშედგენილი დროის საწარმოებლად ესპანურში დამხმარე ზმნად გამოიყენებენ haber-ს (ქონა, ყოლა), რომელიც დამხმარე ზმნის როლში ჰკარგავს თავის პირველად ლექსიკურ მნიშვნელობას და იძენს ე.წ. გრამატიკულ მნიშვნელობას. კერძოდ დამხმარე ზმნა ძირითად საუღლებელ ზმნას აძენინებს წარსულის გრამატიკულ ფუნქციასა და მაშასადამე მნიშვნელობასაც. მაგ.; მეშვეობით იწარმოება perfekt-ი, plusquamperfekt-ი, futurum I-ი და condicional perfecto-ს ფორმები. რიცხვითი სახელი: წელი და თარიღი, წონა, ზომის ერთეულებირაოდენობითი და რიგობითი რიცხვითი სახელიCero-ნოლი, Uno-ერთი, dos-ორი, tres-სამი, cuatro-ოთხი, cinco-ხუთი, seis-ექვსი, siete-შვიდი, ocho-რვა, nueve-ცხრა, Diez-ათი. Primero/primera-პირველი, segundo/segunda-მეორე, tercero/tercera-მესამე, cuarto/cuarta-მეოთხე, quinto/quinta-მეხუთე, sexto/sexta-მეექვსე, séptimo/séptima-მეშვიდე, octavo/octava-მერვე, noveno/novena-მეცხრე, décimo/décima-მეათე. ლექსიკასიტყვები და ფრაზები
იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
ლიტერატურა
სქოლიო
|