ვიოლინოვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები[1][2][3]. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში. ვიოლინოს 4 სიმი აქვს. თოთოეულ სიმს თავისი სახელი ჰქვია: სოლ, რე, ლა, მი. ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს. საქართველოს ბევრი სახელგანთქმული მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები. განთქმული (ვირტუოზი) მევიოლინეები
საინტერესო ფაქტები
იხილეთ აგრეთვესქოლიო
|