ამერიკული ჟურნალ U.S. News & World Report-ის 2012 წლის გამოცემამ ვირჯინიის უნივერსიტეტი აშშ-ის საჯარო უნივერსიტებს შორის მეორე, ხოლო მთლიანად ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის 25-ე საუკეთესოდ დაასახელა.[24] უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი რანგის ინგლისური და ამერიკული ლიტერატურის,[25] შემოქმედებითი წერის,[26] ბიზნესის, სამართლისა და მედიცინის პროგრამებით.[27]
UVA პირველი საგანმანათლებლო ინსტიტუტი იყო, რომელმაც სტუდენტებს არჩევითი საგნების სისტემა შესთავაზა, ისევე როგორც ისეთი დისციპლინების აკადემიური პროგრამები, როგორებიცაა ასტრონომია, არქიტექტურა, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია..[28] მისი ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერებების სკოლა პირველი იყო აშშ-ში, რომელიც სრული უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენდა.[29]
UVA-ს თავდაპირველ საბჭოში შემადგენლობას შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები — თომას ჯეფერსონი, ჯეიმზ მედისონი, ჯეიმზ მონრო. უნივერსიტეტის ტერიტორია მანამდე მონროს კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიას წარმოადგენდა, რომლის ფერმერის საცხოვრებელ შენობაშიც ამჟამად უნივერსიტეტის რეზიდენტული კოლეჯია განთავსებული.[30]
უნივერსიტეტში ამჟამად 800 სტუდენტური ორგანიზაციაა რეგისტრირებული.[31]
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე, ვირჯინიის უნივერსტიეტში აშშ-ის საჯარო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი აფრო-ამერიკელი სწავლობს.[32][33]