ზედსართავი სახელიზედსართავი სახელი — მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს არსებითი სახელით გამოხატული საგნის თვისებას. დაესმის კითხვა „როგორი?“. ქართულ ენაში ზედსართავი სახელი მსაზღვრელად გამოიყენება და ამით განსხვავდება წინადადებაში ის არსებითი სახელისაგან. ზედსართავი სახელი მაგალითებია: მაღალი, დაბალი, გრძელი, მოკლე, „თბილი“, „ცივი“ და ასე შემდეგ. ზედსართავი სახელი როგორც მეტყველების ნაწილიზედსართავი სახელი ენათმეცნიერებაში როგორც მეტყველების ნაწილი სამი კრიტერიუმის მიხედვით ხასიათდება:
ზედსართავის ორი ტიპიზედსართავ სახელებში ორი ჯგუფი გამოიყოფა: ვითარებითი და მიმართებითი. ვითარებითი არსებითი სახელი აერთიანებს პირველად ზედსართავებს (მაღალი, შავი, მჭლე...), ხოლო მიმართებით ჯგუფში კი მეორადი (დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები) სახელები ერთიანდება. მიმართებითი, ანუ დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები ზედსართავი სახელების წარმომქმნელი, ანუ (დერივაციული) ელემენტებია -იან (მაგ., ხავსიანი), უ-ო (უთმო) და უ-ესი. ვითარებით ზედსართავებს ხარისხი ეწარმოებათ (მაღალი – უმაღლესი, უმჭლევესი...), მიმართებითებს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ხარისხი არ ეწარმოებათ, მაგ.; არ შეიძლება უთმოესი ან უუთმოესი, უხავსიანესი და სხვა; თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: გონი – გონ-იერ-ი – უ-გონიერ-ეს-ი, ჭკუა – ჭკვ-იან-ი – უ-ჭკვიან-ეს-ი და სხვა. არსებითსა და ზედსართავს შორის ტრანსლაციაქართულ ენაში არსებით და ზედსართავ სახელებს შორის ხშირია ტრანზიცია (არსებითი სახელიდან ზედსართავ სახელში გარდასვლა ფორმის შეუცვლელად და პირიქით). ადიექტივაციაზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას ზედსართავ სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება ადიექტივაცია (ანუ (ქართ.) გაზედსართავება), უფრო ზუსტად, უკვე გაზედსართავებულ არსებით სახელს კი დესუბსტანტივირებულ (განარსებითებულ, ნაარსებითალ) ზედსართავს უწოდებენ. სუბსტანტივაციაზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას არსებით სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება სუბსტანტივაცია (ანუ (ქართ.) გაარსებითსახელება), უფრო ზუსტად, უკვე გაარსებითებულ ზედსართავ სახელს კი დეადიექტივირებული (განზედსართავებული) არსებითი სახელი ჰქვია. ლიტერატურა
|