თეთრი ქალაქი (თელ-ავივი)
თეთრი ქალაქი (ებრ. הלבנה העיר) — ასე უწოდებენ ბაუჰაუზის სტილში ნაშენ დაახლოებით 4 000 შენობას თელ-ავივში, რომლებიც 1930-იან წლებში გერმანელმა ებრაელმა არქიტექტორებმა ააშენეს, რომლებიც ევროპიდან ნაციზმს გამოექცნენ და თავი მაშინ ჯერ კიდევ პალესტინაში ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიას შეაფარეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ სტილის ყველაზე მეტი ნაგებობა სწორედ თელ-ავივში მდებარეობს. 2003 წელს, იუნესკომ თეთრი ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა როგორც „ნათელი მაგალითი ადრეული XX საუკუნის არქიტექტურისა და ახალი ქალაქის დაგეგმარებისა". იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|