თიმფუ
თიმფუ (ཐིམ་ཕུག།) — ბჰუტანის დედაქალაქი 1961 წლიდან. იგი მოსახლეობის რაოდენობით 98,676 (2005) უდიდესი ქალაქია ბჰუტანში. 2005 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 79 185 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2012 წლის შეფასებით — 99 021 ადამიანი[1]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვანგ ჩუს დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე. თიმფუ — ბჰუტანის რაიონი (ძონხაგი), რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც, ამავე სახელწოდების ქალაქია. კლიმატიკლიმატი სუბტროპიკული მუსონურია. ზამთარობით უბერავს კონტინენტური მშრალი ქარი, თუმცა, ჰაერის ცივი მასების გავრცელებას მაღალი მთები ეწინააღმდეგება. ამის გამო წლის ამ სეზონზე ქალაქში ტემპერატურა ცვალებადია და ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობს (ღამით მსუბუქად ყინავს, სამაგიეროდ დღისით ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 15 გრადუსს, ზოგჯერ მეტსაც მიაღწიოს), ნალექიანობა მცირეა. ზაფხულობით ინდოეთის ოკეანიდან ქარი უბერავს, ნალექიანობა ძალიან მაღალია. დედაქალაქიტაშიჩოს ციხესიმაგრე აგებულია XIII საუკუნეში, როგორც მონასტერი, რესტავრირებულია XX 60-იან წლებში, 1952 წლიდან აქ განთავსებულია ქვეყნის მთავრობა. ზაფხულობით აქ ცხოვრობს აგრეთვე ქვეყნის სასულიერო ლიდერი ჯე კენპო. ქვეყნის მეფეს ჯიგმე სინგე ვანგჩუკს ამ ციხესიმაგრეში აქვს სამუშაო კაბინეტი. დენჩენჩოლინგის სასახლე, მეფის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს თიმფუს ჩრდილოეთით, ქალაქიდან არცთუ შორს არის აგრეთვე ტანგოს მონასტერი და ჩერის მონასტერი. თიმფუშია ბუტანის მთავრობა, ბუტანის პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება აქ. თიმფუშია აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები, გაეროს ოფისი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ტურიზმითიმფუში თამოყრილია ქვეყნის უდიდესი სასტუმროები, თიმფუში ტურისტები უმეტესად შემოდგომის ფესტივალების, ცეჩუს დროს ჩადიან. თიმფუს ღირსშესანიშნაობები და სანახები
თიმფუში დაბადებულნი
სქოლიოვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|