იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა
იბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა (ფრანგ. Ibrahim Boubacar Keïta; დ. 29 იანვარი, 1945, კუტიალა, საფრანგეთის სუდანი — გ. 16 იანვარი, 2022, ბამაკო) — მალის პოლიტიკური მოღვაწე, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (1994-2000 წწ.). 2013-2020 წლებში მალის პრეზიდენტი. ბიოგრაფიაიბრაჰიმ ბუბაკარ კეიტა დაიბადა საფრანგეთის სუდანში (ამჟამად მალი) 1945 წლის 29 იანვარს. პარიზისა და ბამაკოს ლიცეუმების დამთავრების შემდეგ სწავლობდა სენეგალის დედაქალაქ დაკარში. არის პოლიტოლოგიისა და ისტორიის პროფესორი. 2013 წელს გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საპრეზიდენტო არჩევნებში[1]. ორტურიან არჩევნებში გაიმარჯვა. არჩევნების მეორე დღეს მისმა მოწინააღმდეგემ სუმაილა სისემ კეიტას გამარჯვება მიულოცა[2]. 2020 წლის აგვისტოში სამხედრო გადატრიალების დროს მეამბოხეებმა დააპატიმრეს, ხოლო 19 აგვისტოს გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ[3]. იხილეთ აგრეთვესქოლიო |