იმედის სხივების კრებული
იმედის სხივების კრებული (ინგლ. Silver Linings Playbook) — ამერიკული რომანტიკული კომედიური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია დევიდ ოუენ რასელი.[4] იგი ეფუძნება თავად რასელის სცენარს, რომელიც ადაპტირებულია მეთიუ კუიკის ამავე სახელწოდების რომანიდან. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი ფილმის პრემიერა გაიმართა ტორონტოს 2012 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 2012 წლის 8 სექტემბერს. აშშ-ში ფილმი 2012 წლის 16 ნოემბერს გამოვიდა.[5] კრიტიკოსებს შორის მან დიდი წარმატება მოიპოვა და მრავალი ჯილდო მიიღო. ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე იგი ნომინირებული იყო 8 კატეგორიაში. სიუჟეტიყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
პეტ სოლიტანოს ბიპოლარული აშლილობა აქვს. რვა თვის მკურნალობის შემდეგ იგი ტოვებს ფსიქიატრიულ კლინიკას და უბრუნდება მშობლებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ყოფილ მეუღლესთან, ნიკისთან კონტაქტი აკრძალული აქვს, თუმცა პეტი ამას მაინც ცდილობს. ნიკის დაბრუნების მცდელობისას პეტი გაიცნობს ტიფანი მაქსველს, რომელიც ჰპირდება, რომ დაეხმარება ცოლის დაბრუნებაში, თუკი პეტი მას ცეკვის კონკურსში პარტნიორობას გაუწევს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან. პარალელურად ვითარდება პეტისა და მისი მამის ურთიერთობები. როლებში
გადაღებამთავარ როლებზე ისინჯებოდნენ მარკ ვალბერგი, ენ ჰეთეუეი, რეიჩელ მაკადამსი, კირსტენ დანსტი და სხვები. უოლბერგმა და ჰეთეუეიმ უარი განაცხადეს ფილმში მონაწილეობაზე დროის უკმარისობის გამო. ჯილდოებიჯენიფერ ლოურენსი დაჯილდოვდა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ფილმმა აგრეთვე მოიპოვა BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|