იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ბელარუსში2015 წლის მონაცემებით ბელარუსში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 4 ძეგლია, რაც ძეგლების საერთო რაოდენობის 0,4 %-ს შეადგენს. 3 ძეგლი სიაში შეტანილია კულტურული, ხოლო ერთი ბუნებრივი კრიტერიუმების მიხედვით, ამასთანავე ეს ობიექტი წარმოადგენს ბუნების საოცრებას, ტერიტორიას, რომელსაც აქვს გამორჩეული სილამაზე და ესთეტიკური მნიშვნელობა (კრიტერიუმი vii). გარდა ამისა 2015 წლის მონაცემებით იუნესკოს საცდელ სიაში კანდიდატად წარდგენილია 10 ობიექტი[1]. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ბელორუსიის სსრ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 1988 წლის 12 ოქტომბერს[2]. ბელარუსის ტერიტორიიდან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში პირველად შეიყვანა ბელოვეჟის ტევრი 1992 წელს. სტატისტიკაცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობარესურსები ინტერნეტშისქოლიო
|