კრავთა დუმილი (ფილმი)
„კრავთა დუმილი“ (ინგლ. The Silence of the Lambs) — 1991 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც გადაღებულია ჯონათან დემის მიერ. ფილმში მონაწილეობენ ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინზი, სკოტ გლენი, ტედ ლივინი, ენტონი ჰილდი და ბრუკ სმიტი. ფილმი გადაღებულია ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში აღსანიშნავია პერსონაჟი ჰანიბალ ლეკტერი, კანიბალიზმის მიმდევარი სერიული მკვლელი. დაცულია ფილმების ეროვნულ რეესტრში (2011).[2] სიუჟეტიყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
დასავლეთ ამერიკაში ფსიქოპატი იტაცებს და კლავს ახალგაზრდა ქალებს. გამოძიების ფედერალური ბიურო დარწმუნებულია, რომ ამას ერთი და იგივე ადამიანი აკეთებს. ამიტომ აგენტ კლარისა სტარლინგს ავალებენ შეხვდეს მანიაკ ტუსაღს, რომელიც შეძლებდა სერიული მკვლელის ფსიქოლოგიური მოტივების ახსნას. ტუსაღი – ფსიქიატრიის მეცნიერებათა დოქტორი ჰანიბალ ლექტერია, რომელიც მკვლელობისა და კანიბალიზმისათვის იხდის სასჯელს. ის თანხმდება სტარლინგს დახმარების გაწევაზე, თუმცა სანაცვლოდ სთოხვს, რომ აგენტმა უპასუხოს კითხვებს პირადი ცხოვრებისა და მძიმე ბავშვობის შესახებ. კლარისა თანხმდება შემოთავაზებაზე და ლექტერის დახმარებით სერიული მკვლელის კვალს დაადგება. ჯილდოებიოსკარი
BAFTA
ოქროს გლობუსი
ბერლინალე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|