კრისტალური მესერიკრისტალური მესერი — დამხმარე გეომეტრიული გამოსახულება, რომელიც შემოღებულია კრისტალის აღნაგობის ანალიზისათვის. მესერს აქვს ბადესთან მსგავსება, რაც იძლევა საფუძველს მესრის წერტილებს ვუწოდოთ კვანძები. კვანძებს შორის არსებული ქიმიური კავშირებისა და ბმების მიხედვით განასხვავებენ მესრის რამდენიმე სახეს:
მესერს წარმოადგენს წერტილების (ატომების) ერთობლიობა, რომლებიც წარმოიქმნებიან კრისტალის ნებისმიერი ცალკე აღებულ წერტილში ტრანსლაციის ჯგუფის ზემოქმედების ქვეშ. ეს განლაგება შესანიშნავია იმით რომ, ყოველი ერთი წერტილის მიმართ ყველა დანარჩენი განლაგებულია სრულიად ერთნაირად. ანალიზის მოხერხებულობისათვის მესრის წერტილებს ამთხვევენ რომელიმე ატომების ცენტრებს, რომლებიც კრისტალის შემადგენლობაშია, ან მოლეკულების ცენტრებს. საერთო დახასიათებაარსებობს უამრავი რაოდენობის კრისტალური სტრუქტურები. მათ აერთიანებს ნივთიერების კრისტალური მდგომარეობის მთავარი თვისება — ატომების კანონზომიერი მდებარეობა კრისტალურ მესერში. ერთი და იგივე ნივთიერებას შეუძლია კრისტალირება მოახდინოს სხვადასხვა კრისტალურ მესერში და გააჩნიათ საკმაოდ სხვადასხვანაირი თვისებები (კლასიკური მაგალითია გრაფიტი — ალმასი). მარტივ ნივთიერების პირობებში ამ მოვლენას ეწ. ალოტროპია, ნებისმიერი ქიმიური ნაერთების საერთო შემთხვევაში კი — კრისტალების პოლიმორფიზმი. ამავე დროს, სხვადასხვა ნივთიერებებს შეუძლიათ შექმნან ერთი ტიპის, ან იზომორფული, მესერი, როგორც მაგალითად, ბევრი ლითონის მესერი: სპილენძის, ალუმინის, ვერცხლის, ოქროსი. ზოგჯერ ხდება კრისტალურ მესერში ატომების ჩანაცვლება სხვა ქიმიური ელემენტის ატომებით, მყარი ხსნარების წარმოქმნით. სივრცული სიმეტრიის მიხედვით, ყველა კრისტალური მესერი იყოფიან შვიდ კრისტალურ სისტემად. ელემენტარული უჯრედის (ელემენტარული ერთეული) ფორმის მიხედვით შეიძლება დაყოფილ იქნას ექვს სინგონიად. ყველა შესაძლებელი შეხამების არსებობა კრისტალურ მესერში სიმეტრიის ღერძის მობრუნების და სარკისებული სიმეტრიის სიბრტყის მიხედვით მივყავართ კრისტალების დაყოფასთან 32 სიმეტრიის კლასად, ხოლო სიმეტრიის სპირალური ღერძის და სიმეტრიის სრიალა სიბრტყეების გათვალისწნებით 230 კრისტალოგრაფიულ ჯგუფად. ძირითადი ტრანსლაციის გარდა, რომელზედაც იგება ელემენტარული უჯრედი, კრისტალურ მესერში შეიძლება იყოს დამატებითი ტრანსლაციები, რომელსაც უწოდებენ ბრავეს მესერს. სამგანზომილებიან მესრებში არის წახნაგცენტრირებული (F), მოცულობაცენტრირებული (I), ბაზაცენტრირებული (A, B ან C), პრიმიტიული (P) და რომბოედრული (R) ბრავეს მესრები. ტრანსლაციის პრიმიტიული სისტემა შედგება ბევრი ვექტორისაგან (a, b, c), ყველა დანარჩენში კი შედის ერთი ან რამდენიმე დამატებითი ტრანსლაცია. ასე რომ, მოცულობაცენტრირებულ ბრავეს ტრანსლაციის სისტემაში შედის ოთხი ვექტორი (a, b, c, ½(a+b+c)), წახნაგცენტრირებულში — ექვსი (a, b, c, ½(a+b), ½(b+c), ½(a+c)). ტრანსლაციის ბაზოცენტრული სისტემები შეიცავს ოთხ ოთხ ვექტორს: A-ში შედის ვექტორები (a, b, c, ½(b+c)), B-ში შედის — ვექტორები (a, b, c, ½(a+c)), ხოლო C-ში შედის — (a, b, c, ½(a+b)), ელემენტარული მოცულობის ერთ-ერთი წახნაგის ცენტრირებით. ბრავეს ტრანსლაციის სისტემაში R დამატებითი ტრანსლაციები წარმოიქმნებიან მხოლოდ ჰექსაგონალური ელემენტარული უჯრედის არჩევისას და ამ შემთხვევაში ტრანსლაციის სისტემაში R შედის ვექტორები (a, b, c, 1/3(a+b+c), —1/3(a+b+c)).
1943 წელს ა. ფ. კაპუსტინსკიმ იონური მესრის მიახლოებითი თეორიული გამოთვლისთვის წარმოადგინა ფორმულა[1]:
მესრების კლასიფიკაცია სიმეტრიის მიხედვით
უმარტივესი კრისტალური მესრებიმჭიდრო კუბური წყობამჭიდრო ჰექსაგონალური წყობამჭიდრო ჰექსაგონალური წყობა აქვს 30-ზე მეტ სუფთა ქიმიურ ელემენტს, მაგალითად: ბერილიუმი, კადმიუმი, ტიტანი და სხვა. განსაკუთრებით ის დამახასიათებელია ლითონებისათვის. ალმასის მესერიალმასის მესერი წარმოადგენს ორ კუბურ წახნაგცენტრირებულ ბრავეს მესერს, გადაწეულს გადახრილს კუბის სივრცული დიაგონალის მეოთხედზე. ალმასის გარდა ამ მესერს ფლობს ისეთი ქიმიური ელემენტები როგორიცაა სილიციუმი, გერმანიუმი, ასევე კალას ერთ-ერთ ალოტროპიულ მოდიფიკაციას, ეგრეთ წოდებული - ნაცრისფერი კალა. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტშივიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
სქოლიო
|