კრისტიან ალბერტი (ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი)
კრისტიან ალბერტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Christian Albrecht af Holsten-Gottorp; დ. 3 თებერვალი, 1641 — გ. 6 იანვარი, 1695) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მარია ელიზაბეთ საქსონიელის ვაჟი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი 1659-95 წლებში. ბიოგრაფიაკრისტიან ალბერტი დაიბადა 1641 წლის 3 თებერვალს, გოტორპში. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ ფრედერიკ III-ისა და მისი ცოლის, მარია ელიზაბეთ საქსონიელის ვაჟი. იგი 1659 წელს ჰერცოგი გახდა, მას შემდეგ, რაც დანიის მეფე კრისტიან V-მ მამამისი მოაკვლევინა. იგი იძულებული გახდა დანიის მხარეზე გადასულიყო. მოგვიანებით, დანიასა და ჰოლშტაინ-გოტორპს შორის მშვიდობის დასამყარებლად, მან ცოლად მეფის ასული ფრედერიკა ამალია დანიელი შეირთო ცოლად, თუმცა ძველი მტრობა კვლავ გრძელდებოდა. მამის მსგავსად, თავის დასაცავად კრისტიან ალბერტიც პრო-შვედურ პოლიტიკას ატარებდა, რასაც განსაკუთრებით ის ფაქტი აიოლებდა, რომ მისი და, ჰედვიგ ელეონორა ჰოლშტაინ-გოტორპელი შვედეთის დედოფალი იყო. სწორედ ამან გამოიწვია შვედეთის ჩრდილოეთისა და რამდენიმე სხვა დანიის ომში ჩაბმა. 1675-89 წლებში კრისტიან ალბერტი ცოლ-შვილთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობდა. საბოლოოდ მან საღვთო რომის იმპერატორისა და სხვა ევროპელი მოკავშირეების დახმარებით, მოახერხა და დანიის მეფეს მისი უკან დაბრუნების ნებართვა გამოაცემინა. კრისტიან ალბერტმა, თავისი მცირე წვლილი შეიტანა დანიის კულტურულ და განმანათლებლურ განვითარებაში. 1655 წელს დააარსა კილის უნივერსიტეტი. 1678 წელს დააარსა ჰამბურგის ოპერა. ასევე მფარველობდა არაერთ მხატვარს. იგი გარდაიცვალა 1695 წლის 6 იანვარს, 53 წლის ასაკში. ქორწინება და შვილები1667 წლის 24 ოქტომბერს, კრისტიან ალბერტმა ცოლად შეირთო დანიისა და ნორვეგიის მეფე ფრედერიკ III-ისა და დედოფალ სოფია ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ასული ფრედერიკა ამალია დანიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი:
ლიტერატურა
|