კრისტინა საქსონიელი
კრისტინა საქსონიელი (დ. 25 დეკემბერი, 1461, ტორგაუ — გ. 8 დეკემბერი, 1521, ოდენსე) — საქსონიის პრინცესა, დედოფალი დანიის, ნორვეგიისა და შვედეთისა. ბიოგრაფიამეფე ჰანსს 1478 წლის 6 სექტემბერს მისთხოვდა და დანიისა და ნორვეგიის (1483-დან 1513-მდე), ხოლო (1497-დან 1501-მდე) შვედეთის დედოფალი გახდა. მას შეეძინა კრისტიან II, ფრანსისკუსი, კნუდი და ელისაბეთი, რომელიც მოგვიანებით იოაჰიმ I ნესტორს გაჰყვა ცოლად, ბრანდენბურგის ამომრჩეველს. 1497 წელს მისი მეუღლე შვედეთის მეფე გახდა, 1499 წელს კრისტინა შვედეთის დედოფლად აკურთხეს უფსალაში და 1500 წელს უკვე ამ ქვეყნის რეგენტი გახდა. როდესაც შვედეთში დანიის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, კრისტინა სტოკჰოლმში, ტრე კრონორის ციხესიმაგრეში მოექცა ალყაში. იგი 1502 წლის 9 მაისს დანებდა, როდესაც დანიელი ჯარისკაცების რიცხვი 1000-დან 70-მდე შემცირდა შიმშილისა და ავადმყოფობის გამო. როდესაც პოზიციები დასთმო, მან ლედი ინგებორგ ტოტი დაირქვა და მონაზვნად აღიკვეცა. კრისტინა სტენ სტურე უმცროსმა დააპატიმრა და ვედსტენის სააბატოში გამოკეტა 1503 წლამდე, ამის მერე იგი გათავისუფლდა და დანიაში დაბრუნდა. რესურსები ინტერნეტში
|