ლუზინიანის სენიორი (X საუკუნე-1308) ლა მარშის გრაფი (1199-1309) ანგულემის გრაფი (1246-1309) იერუსალიმის მეფე (1186-1192) კვიპროსის მეფე (1192-1474) კილიკიის სომეხთა მეფე (1342-1464)
ლუზინიანები (ფრანგ.Maison de Lusignan) — წარმოშობით ფრანგული სამეფო საგვარეულო, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობების ეპოქაში მართავდა იერუსალიმის, კვიპროსისა და კილიკიის სომხეთის სამეფოებს. იგი დაახლოებით X საუკუნეში დაარსდა, მისი პირდაპირი შტო 1267 წელს, ხოლო გვერდითი შტო 1474 წელს შეწყდა.
მმართველები
საფრანგეთი
ლუზინიანის სენიორები
უგო I (885-930), ლუზინიანის პირველი სენიორი, მეტსახელად „მონადირე“;
უგო II (910-967), ლუზინიანის მეორე სენიორი, მეტსახელად „კეთილი“;
უგო III, ლუზინიანის მესამე სენიორი, მეტსახელად „თეთრი“;
უგო IV (?-1026), ლუზინიანის მეოთხე სენიორი, მეტსახელად „ყავისფერი“;
უგო V (?-1060), ლუზინიანის უკანასკნელი სენიორი, მეტსახელად „სამართლიანი“;
ლა მარშის გრაფები
1091 წელს საფრანგეთის მეფემ ლუზინიანებს დამატებით ლა მარშის გრაფობა უბოძა:
უგო VI (1039-1102), მეტსახელად „სატანისტი“;
უგო VII (1065-1151), მეტსახელად „ყავისფერი“;
უგო VIII (1106-1171), მეტსახელად „მოხუცი“;
უგო IX (1168-1219), მეტსახელად „ყავისფერი“;
ოს გრაფები
1200 წელს საფრანგეთის მეფემ უგო VIII-ის უმცროს ვაჟ რაულს ოს გრაფობა უბოძა:
რაულ I (1169-1219);
რაულ II (1200-1250), იქორწინა სამჯერ: 1. ჟანა ბურგუნდიელზე, 2. იოლანდ დე დრექსზე და 3. ფილიპა დარმატინზე;
მარი (1250-1260), ოს გრაფინია, დაიბადა მამის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ანგულემის გრაფები
მას შემდეგ, რაც უგო IX-ის ვაჟმა, ლა მარშის გრაფმა უგო X-მ ცოლად თავად ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ქვრივი, დედოფალი იზაბელა ანგულიმელი შეირთო, მისი მზითვით იგი ანგულემის გრაფი გახდა და საფუძველი ჩაუყარა ანგულემელ ლუზინიანებს:
უგო X (1183-1249), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო იზაბელა ანგულიმელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
უგო XI (1221-1250), ანგულემის გრაფი. ცოლად შეირთო პიერ I-ის ასული იოლანდ ბრეტონელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი;
უგო XII (1235-1270), ანგულემის გრაფი. ცოლად შეირთო ჟანა დე ფუჟერსი, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
უგო XIII (1259-1303), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო ბურგუნდიის ჰერცოგის ასული ბეატრიქსი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც ქონება მის ძმას გადაეცა;
გი (1260-1308), ანგულემის გრაფი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, ამიტომაც იგი მისმა დამ ჩაანაცვლა;
იოლანდა (1257-1314), ლა მარშის, ლუზინიანისა და ანგულემის გრაფინია. დაქორწინდა ორჯერ და შეეძინა ოთხი შვილი, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-მ ლუზინიანების მთელი ქონება სამეფო დომენს დაუქვემდებარა;
იერუსალიმის მეფეები
1186 წელს უგო VIII-ის ვაჟმა, გი დე ლუზინიანმა დაიკავა იერუსალიმის ტახტი, რითაც დაიწყო ლუზინიანთა მმართველობა იერუსალიმში:
გი (1150-1194), იერუსალიმის მეფე 1186-1192 წლებში, ცოლად შეირთო იერუსალიმის დედოფალი სიბილა, თუმცა შვილი არ ჰყოლია;
1197 წელს ასევე უგო VIII-ის ვაჟმა ემერი კვიპროსელმა აღადგინა ლუზინიანთა მმართველობა იერუსალიმში:
ემერი (1153-1205), იერუსალიმის მეფე 1197-1205 წლებში როგორც დედოფალ იზაბელა I-ის მეუღლე;
კვიპროსის მეფეები
III ჯვაროსნულ ლაშქრობაში რიჩარდ ლომგულის მიერ კვიპროსის დაპყრობის შემდეგ დაარსდა კვიპროსის სამეფო, რომლის მეფობაც მან ემერი ლუზინიანს ჩააბარა:
ემერი (1153-1205), კვიპროსის მეფე 1194-1205 წლებში. პირველად იქორწინა ეშვივა იბელინელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იზაბელა I იერუსალიმელზე. პირველი ცოლისგან დარჩა ხუთი, ხოლო მეორესგან სამი შვილი;
უგო I (1194-1218), კვიპროსის მეფე 1205-1218 წლებში. ცოლად შეირთო ალის შამპანელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
ანრი I (1217-1253), კვიპროსის მეფე 1218-1253 წლებში. ცოლად შეირთო ალიქს მონფერატელი, მისი გარდაცვალების შემდეგ სტეფანია ლამპრონელი, მეორედ დაქვრივების შემდეგ კი იქორწინა პლეზანს ანტიოქიელზე, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
უგო II (1252-1267), კვიპროსის მეფე 1253-1267 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
უგო II-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ ტახტი უგო I-ის ასულის, იზაბელა კვიპროსელის ვაჟმა, იერუსალიმის მეფე უგო III-მ დაიკავა, რითაც შეიქმნა ლუზინიან-პუატიერთა დინასტია, რომელიც გამეფდა კვიპროსში:
უგო III (1235-1284), კვიპროსის მეფე 1267-1284 წლებში. ცოლად შეირთო იზაბელა იბელინელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
ჟან I (1259-1285), კვიპროსის მეფე 1284-1285 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილო, ამის გამო ტახტი მისმა ძმამ დაიკავა;
ანრი II (1270-1324), კვიპროსის მეფე 1285-1324 წლებში. ცოლად შეირთო კონსტანცია სიცილიელი, თუმცა შვილები არ ჰყოლია, რის გამოც ტახტი მისი ძმისწულმა დაიკავა;
უგო IV (1293-1359), კვიპროსის მეფე 1324-1359 წლებში. ცოლად შეირთო ალიქს იბელინელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
პეტრე I (1328-1369), კვიპროსის მეფე 1359-1369 წლებში. ცოლად შეირთო ეშივ დე მონფორი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლეონორ არაგონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
პეტრე II (1354-1382), კვიპროსის მეფე 1369-1382 წლებში. ცოლად შეირთო ვალენტინა ვისკონტი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც ტახტი ბიძამისმა დაიკავა;
ჯეიმზ I (1334-1398), კვიპროსის მეფე 1382-1398 წლებში. ცოლად შეირთო აგნესა ბავარიელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა ჰელვის ბრაუნშვაიგელზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
იანუსი (1375-1432), კვიპროსის მეფე 1398-1432 წლებში. ცოლად შეირთო ანგლესია ვისკონტი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დაქორწინდა შარლოტ დე ბურბონზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
ჟან II (1418-1458), კვიპროსის მეფე 1432-1458 წლებში. პირველად იქორწინა ამადეა პალეოლოგინაზე, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ელენა პალეოლოგინაზე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
შარლოტა (1444-1487), კვიპროსის დედოფალი 1458-1464 წლებში. პირველად დაქორწინდა ჟუან პორტუგალიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ლუდოვიკო სავოიელზე, თუმცა შვილები არ ჰყოლია. იგი მისმა ძმამ ჩამოაგდო ტახტიდან;
ჯეიმზ II (1438-1473), კვიპროსის მეფე 1464-1473 წლებში. ცოლად შეირთო კატერინა კორნარო, რომელთანაც შეეძინა მომავალი მეფე;
ჯეიმზ III (1473-1474), კვიპროსის მეფე 1473-1474 წლებში. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, რის შემდეგაც დედამისმა კვიპროსი ვენეციელებს მიჰყიდა;
კილიკიის სომეხთა მეფეები
კვიპროსის მეფე უგო IV-ის ვაჟმა ამალრიკმა ცოლად შეირთო კილიკიის სომხეთის პრინცესა ზაბელი, რომელთანაც შეეძინა კილიკიის სომხეთა მომდევნო მეფე:
კონსტანტინე II (?-1344), კილიკიის სომეხთა მეფე 1342-1344 წლებში. ცოლად შეირთო თეოდორა სირგიანაინა, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი, ამიტომ ტახტი მისმა ბიძაშვილმა დაიკავა;
კონსტანტინე IV (?-?), კილიკიის სომეხთა მეფე 1362-1373 წლებში. გარდაიცვალა უცოლ-შვილოდ, რის გამოც ტახტი კონსტანტინე II-ის კიდევ ერთმა ბიძაშვილმა დაიკავა;
ლევონ VI (1342-1393), კილიკიის სომეხთა უკანასკნელი მეფე 1374-1375 წლებში. ცოლად შეირთო მარგარიტა სუასონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
1375 წელს კილიკიის სომხეთი მამლუქებმა დაიპყრეს, თუმცა კვიპროსელმა ლუზინიანებმა ჯეიმზ I-ის თაოსნობით, 1382 წლიდან მიიღეს კილიკიის სომხეთა ტიტულარული მეფობა, რომლის უკანასკნელი მონარქით იყო დედოფალი შარლოტა.
ლიტერატურა
Basmadjian, K. J. (Nov–Dec 1920). "Cilicia: Her Past and Future". The New Armenia. 12 (11–12): 168–9.
The Advocate: America's Jewish Journal, Volume 44. 21 December 1921 p. 628
Kurdoghlian, Mihran (1996). Badmoutioun Hayots, Volume II (in Armenian). Athens, Greece: Hradaragoutioun Azkayin Oussoumnagan Khorhourti. pp. 29–56.
Hill, George (2010). A History of Cyprus, Vol. 2 (1 ed.). Cambridge University Press. p. 441. ISBN 978-1108020633. Retrieved 4 June 2015.
Notes and Queries: A Medium of Intercommunication for Literary Men, General Readers, Etc. Vol. 10. Series 5. London: John Francis, 1878. p. 190
Runciman, p. 180
"Site officiel du musée du Louvre". Cartelfr.louvre.fr. Retrieved 2012-08-11.
Basmadjian, K. J. (Nov–Dec 1920). "Cilicia: Her Past and Future". The New Armenia 12 (11-12): 168–9.
Andrée Giselle Simard, The Manuscript Torino J.II.9: A Late Medieval Perspective on Musical Life and Culture at the Court of the Lusignan Kings at Nicosia", pp. 35–36, December 2005, retrieved on 15 June 2009
Sire, Paul King Arthur's European Realm: New Evidence from Monmouth's Primary Sources. 2014, McFarland p. 182 0786478012
Dictionnaire des Titres et des terres titrées en France sous l'ancien régime», Eric Thiou, Éditions Mémoire et Documents, Versailles, 2003
Gillingham, Harrold E. (1935). Ephemeral Decorations. ANS Numismatic Notes and Monographs. 66. New York: American Numismatic Society. pp. 2–3, 20–31.