Share to:

 

მაგნეტიტი

მაგნეტიტი
მაგნეტიტი ბოლივიიდან
საერთო
კატეგორიაოქსიდის მინერალები
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
ფერიშავი, ზოგჯერ მოლურჯო ფერისაა
კრისტალის სინგონიაკუბური
სიმაგრე მოოსის სკალით5.5-6
მინერალის ელვარებანახევრად ლითონისებრი ან ლითონისებრი აქვს
სიმკვრივე4800-5300 კგ/მ³

მაგნეტიტი (გერმ. Magnetit < ძვ. ბერძნ. μαγνῆτις [magnētis] — „მაგნიტი“) — მაგნიტური რკინაქვა, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . ხშირად ჩანაცვლებულია , , -ით, ხოლო , , , -ით. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, რომბულ-დოდეკაედრული, კუბური აქვს, აგრეგატები – მარცვლოვანი, დრუზული, რადიალურ-სხივოსნური თირკმლისებრი, ოოლითური, ჭვარტლისებრი. ძლიერ მაგნიტურია. კარგად ატარებს დენს. შავი, ზოგჯერ მოლურჯო ფერისაა. ელვარება ნახევრად ლითონისებრი ან ლითონისებრი აქვს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5.5-6; სიმკვრივე 4800-5300 კგ/მ³. მაგნეტიტი წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, სკარნული, ჰიდროთერმული, ეგზოგენური და მეტამორფოგენული პროცესების შედეგად. მაგნეტიტი რკინის ერთ-ერთი ძირითადი მადანია.

ლიტერატურა

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya