მასუდ I
მასუდ I, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ მასუდი (თურქ. I. Rükneddin Mesud; სპარს. ركن الدین مسعود; არაბ. ركن الدين مسعود; დ. 1095 — გ. 1156) — ქილიჩ-არსლან I-ის შვილი, რუმის სულთანი 1116-1156 წლებში, გარდაცვალებამდე. მასუდ I-ის მამის, ქილიჩ-არსლან I-ის გარდაცვალების შემდეგ[1], რუმის სულთანი გარდაცვლილის ძმა — მალიქ-შაჰი გახდა. დანიშმენდების დახმარებით, მასუდმა დაიპყრო კონია და 1116 წელს მალიქ-შაჰი დაამარცხა, მოგვიანებით, დააბრმავა, ხოლო საბოლოოდ — მოკლა იგი. 1125 წლისთვის, სასულთნოში არსებული ვითარება მისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, რის გამოც, იგი კონსტანტინოპოლში გაიქცა. ამის შემდეგ, სულთანი დანიშმენდებთან გაერთიანდა, საკუთარი ძმა დაამარცხა და კვლავ რუმის სასულთნოში დაბრუნდა. 1130 წელს, მასუდ I-მა ალაედინის მეჩეთის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, 1221 წელს დასრულდა[2]. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობამმართველობის მიწურულს, სულთანი მეორე ჯვაროსნული ლაშქრობაში მონაწილე არმიათა წინააღმდეგ იბრძოდა. ფაქტობრივად, მას ორი არმიასთან მოუხდა შებრძოლება — პირველ მათგანს გერმანიის მეფე კონრად III მეთაურობდა , ხოლო მეორეს — საფრანგეთის მეფე ლუი VII. მასუდ I-მა ორივე ჯვაროსნული არმია დაამარცხა, პირველი 1147 წელს, ესქიშეჰირში, ხოლო მეორე — 1148 წელს, დენიზლში[3] . ოჯახიმასუდ I-ის გარდაცვალების შემდეგ, რუმის მომდევნო სულთანი მისი ვაჟი, ქილიჩ-არსლან II გახდა, ხოლო მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ბიზანტიის იმპერატორ იოანე II-ის ძმაზე, იოანე ცელეპეს კომნენოსზე დაქორწინდა, რომელმაც შემდეგ ისლამი მიიღო[4]. ლიტერატურა
სქოლიო
|