მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა — ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატელი. წინარე ისტორიაXIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო - საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულმა ჯარმა დაიპყრო ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა. ისტორიაიმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბოლდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები ახლო აღმოსავლეთში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს. რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|