ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|მერსისაიდული დერბი}}
მერსისაიდული დერბი — საფეხბურთო მატჩი ქალაქ ლივერპულის ორ მთავარ კლუბ ლივერპულსა და ევერტონს შორის. ორივე კლუბი მდებარეობს ქალაქის ერთ ნაწილში მერსისაიდში, სწორედ აქედან მომდინარეობს დერბის სახელი. თამაშები 1962-63 სეზონის შემდეგ ყოველწლიურად იმართება, უწყვეტობის მხრივ დერბებში, მერსისაიდული დაპირისპირება ყველაზე ხნგრძლივად არის მიჩნეული. ლივერპულის მთავარი სტადიონია ენფილდი, ხოლო ევერტონის გუდისონ პარკი, სტადიონებს ერთმანეთთან აშორებს სტენლის პარკი (1 მილი).[1][2]
მერსისაიდული დერბი ტრადიციულად მოიხსენიება როგორც "მეგობრული დერბი".[3][4]უემბლის სტადიონზე გამართულ 1984 წლის ლიგის თასის ფინალს დაერქვა "მეგობრული ფინალი", ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები ერთად იყვნენ შეკრებილები მერსისაიდში. მსგავსი სიტუაცია განმეორდა 1986 წლის ინგლისის თასის ფინალზეც.[5] 1980-იანების მეორე ნახევრიდან მეტოქეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა, თამაშის დროს ხშირია წითელი ბარათები.[6][7]
ისტორია
ევერტონი დაარსდა 1878 წელს, 1884 წლამდე საშინაო თამაშები ენფილდის სტადიონზე ტარდებოდა, რომელიც კლუბის მფლოებლ ჯონ ჰოულდინგს ეკუთვნოდა. მალევე კლუბის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება დაიწყო. გამგეობის წევრთა ნაწილი იყო ლიბერალური პარტიის წარმომადგენლი, ხოლო ჰოულდინგი, კონსერვატიული პარტიის წევრი, ფორთოხლისტი და ლუდსახარშის მფლობელი, მისი პოლიტიკური, რელიგიური და საქმიანი ინტერესები დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა ლიბერალური ფრთის შეხედულებებს. ჰოულდინგი სულ უფრო ერეოდა გამგეობის წევრთა საქმიანობაში, გაზარდა სტადიონის გადასახადი. 1892 წლის გაზაფხულზე, კლუბის წევრთა უმეტესობამ დატოვა ენფილდი და სტენლი პარკის ჩრდილოეთით გუდისონ პარრკზე გადაბარგდა. ევერტონის ახალი ხელმძღვანელი იყო ლიბერალი და არაკონფორმისტი ჯორჯ მაჰონი, რომელიც დაიბადა ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. პარალელურად ჰოულდინგმა დააარსა ახალი კლუბი, რომელსაც ეწოდა "ლივერპული".
ხელმძღვანელობის შეცვლისა და ახალი სტადიონის შეძენისთანავე ევერტონმა მიიღო მხარდაჭერა ლიბერალური პარტიის ლიდერებისგან და სხვა ცნობილი ლიბერალებისგან, ისინი კლუბის ფინანსური გარანტები გახდნენ. ადგილობრივი ლიბერალური პრესა, კერძოდ, გაზეთები Liverpool Daily Post და Liverpool Echo მხარს უჭერდნენ ევერტონის ახალ ხელმძღვანელობას. თავის მხრივ, ჰოულდინგის გვერდით დადგნენ კონსერვატორული Liverpool Courier და Liverpool Evening Express.
1888 წელს შეიქმნა ინგლისის ფეხბურთის ლიგა, ევერტონი დამაარსებელ 12 კლუბს შორის შედიოდა. ლივერული თავდაპირველად გამოდიოდა ლანკაშირულ ლიგაზე, ხოლო 1893 წელს შეუერთდნენ ფეხბურთის ლიგას, 1894 წელს კი პირველ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს. პირველი მერსისაიდული დერბი გუდისონ პარკზე 1894 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ევერტონმა 3-0 იმარჯვა. "წითლების" დებიუტი უმაღლეს დივიზიონში წარუმატებელი გამოდგა, ისინი მეორე დივიზიონში დაქვეითდნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ. დერბიში ლივერპულმა პირველად 1897 წლის 25 სექტემბერს გაიმარჯვა 30,000 გულშემატკივრის თანდასწრებით (3-1), ამავე წლის 16 ოქტომბერს გუდისონ პარკზე 3-0 დაფიქსირდა ლივერპულის სასარგებლოდ.
მეგობრული დერბი
მერსისაიდული დერბი მოიხსენიება როგორც "მეგობრული დერბი", რაც განპირობებულია ორი კლუბის მჭიდრო კავშირებით. სტადიონებს ერთმანეთთან 1 მილი აშორებთ. 1902-დან 1932 წლამდე ერთი და იმავე მატჩის დროს დღის პროგრამასაც კი უზიარებდნენ ერთმანეთს. დღეს არ არსებობს აშკარა გეოგრაფიული, პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური ნიშნით დაყოფა კლუბის გლუშემატკივრებში. ზოგიერთი მკვლევარის აზრი, თავდაპირველად პოლიტიკური მიკუთვნებულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.[8] 1950-იან 60-იან წლებში ევერტონი ცნობილი გახდა როგორც კათოლიკური კლუბი, აქ ბევრი ირლანდიელი კათოლიკე ფეხბურთელი ირიცხებოდა: ტომი ეგლინგტონი, პიტერ ფარელი და ჯიმი ო'ნილი, ასევე მთავარი მწვრთნელი ჯონი კერი. თავის მხრივ, ლივერპული გადაიხარა პროტესტანტიზმისკენ, 1979 წელს ლივერპულმა არ გააფორმა კონტრაქტი ირლანდიელ ფეხბურთელ რონი უელანისთან.[9] მიუხედავად განსხვავებისა არც ლივერპული და არც ევერტონი თავს რომელიმე რელიგიას არ უკავშირებს. განსხვავება რელიგიაში არ თამაშობს რაიმე როლს, ისე როგორც სელტიკის და რეინჯერსის შემთხვევაში არის.
სხვა დერბებისგან განსხვავებით ამ ორი კლუბის გულშემატკივრებს შორის ძალადობა იშვიათია ქალაქ ლივერპულში. ეიზელის სტადიონის კატასტროფამ ფანებს შორის ურთიერთობა დაძაბა, რადგან ინგლისური კლუბები 5 წლით ევროტურნირებიდან მოკვეთეს. ჰილსბოროს კატასტროფის შემდეგ ფანები ერთმანეთის გვერდით დადგნენ, ევერტონელები შეუერთდნენ The Sun-ის ბოიკოტს, ლივერპულის და ევერტონის გადაჯაჭვული შარფები გადაჭიმული იყო სტენლი პარკზე ენფილდიდან გუდისონამდე.
კონკურენციის ისტორია
ლივერპული ყველაზე წარმატებული საფეხბურთო ქალაქია ინგლისში, ჯამში 27 ინგლისის ჩემპიონობა. ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში არცერთი სეზონი არ ყოფილა ისე რომ ამ ორი კლუბიდან რომელიმე არ ყოფილიყოს წარმოდგენილი. ევერტონს 100 სეზონზე მეტი აქვს გატარებული უმაღლეს დივიზიონში და მხოლოდ ორჯერ იყო დაქვეითებული. ამჟამად ევერტონს მოგებული აქვს 9 ინგლისის ჩემპიონობა, 5 ინგლისის ასოციაციის თასი და 1 უეფა-ს თასების მფლობელთა თასი. ლივერპულს მოგებული აქვს ყველა შესაძლო ტიტული, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ (ყველა ინგლისურ კლუბზე მეტჯერ), 18 ინგლისის ჩემპიონობა, 7 ინგლისის ასოციაციის თასი, 8 ინგლისის ლიგის თასი (ყველაზე მეტჯერ ინგლისში), 3 უეფა-ს ევროპა ლიგა, 4 უეფა-ს სუპერთასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი.
1892 წლიდან კლუბები ერთმანეთს უპირისპირდებიან ლივერპულის თასზე, ამჟამად ეს ტურნირი სარეზერვო შემადგენლობებისთვის არსებობს და არცერთი მათგანი გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ევერტონის მოგება 45, ლივერპულის 39.
1960-იან წლებში ლივერპული და ევერტონი რეგულარულად იგებდნენ ინგლისის ჩემპიონობას, 70-იანი წლებიდან დაიწყო ლივერპულის აღმასვლა, რასაც ევერტონის წარუმატებლობის პერიოდი მოყვა. 1970 წელს მოგებული ტიტულის შემდეგ 14 წელი ევერტონს არაფერი მოუგია.
1981-82 წლის სეზონზე ევერტონის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა ჰოვარდ კენდალი. პირველი მერსისაიდული დერბი ენფილდზე 7 ნოემბერს ლივერპულის გამარჯვებით 3-1 დასრულდა.[11] ლივერპული მეშვიდე, ხოლო ევერტონო მეცამეტე პოზიციაზე იმყოფებოდა.[12] მეორე თამაში გუდისონ პარკზე ასევე "წითლების" გამარჯვებით დასრულდა. სეზონი ბობ პეისლის ლივერპულის ტრიუმფით დასრულდა.[13]
1982-83 წლის სეზონში ბობ პეისლი შეცვალა ჯო ფეგანმა. ლივერპული კვლავ ჩემპიონი გახდა, ხოლო ევერტონი ცხრილის შუა ადგილს დასჯერდა. გამორჩეული შეხვედრა გუდისონზე გაიმართა, ნოემბრის დასაწყისში, სადაც ლივერპულმა 0-5 იმარჯვა, მეორე მატჩი კი უგოლო ფრით დასრულდა.[14]
ევერტონი 1983-84 სეზონის საწყის ეტაპზე ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ჩემპიონობა კვლავ ლივერპულმა გაიფორმა, ევერტონი კი ხუთეულშიც ვერ მოხვდა, თუმცა ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა. ინგლისის ჩემპიონი ლივერპული ლიგის თასის ფინალზე ევერტონს შეხვდა, სადაც ლივერპულმა 1-0 იმარჯვა.[15]
მერსისაიდული დერბით დაიწყო 1984-85 წლის სეზონი. ინგლისის საფეხბურთო სუპერთასზე ჩემპიონი ლივერპული დამარცხდა "ფა-თასის" გამარჯვებულ ევერტონთან 1-0, გამარჯვების გოლი გაიტანა ბრუს გრობელერმა. ლიგაზე პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს შედგა, სადაც "ლურჯებმა" ენფილდზე 0-1 იმარჯვეს. ამ მომენტისთვის ჰოვარდ კენდელის გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა და შანსი ჰქონდა ტიტულისთის ებრძოლა, განმეორებითი შეხვედრა ლივერპულმა დათმო 1-0. საბოლოოდ ევერტონი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ლივერპულმა მეორე ადგილზე დაამთავრა სეზონი.[16][17]
1985-86 წლის სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა ორივე კლუბისთვის, ბრძოლა მიდიოდა როგორც ინგლისის ჩემპიონობისთვის, ასევე "ფა თასისთვის". პირველი მერსისაიდული დერბი გუდისონზე 1985 წლის 21 სექტემბერს შედგა, სადაც ლივერპულმა 2-3 გაიმარჯვა. ამ მომენტისთის ლივერპული მანჩესტერ იუნაიტედს ჩამორჩებოდა, ევერტონი კი მეექვსე ადგილზე იყო. ხუთი თვის შემდეგ განმეორებითი თამაში ენფილდზე ევერტონმა მოიგო 0-2. "ლურჯებმა" გადაუსწრეს იუნაიტედს და ლივერპულს. საბოლოოდ, სეზონი ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა, ევერტონმა კი მეორე ადგილი დაიკავა. 1986 წლის თასის ფინალში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ლივერპულური გუნდები. საწყის წუთებზე გარი ლინეკერის გოლით ევერტონი დაწინაურდა, თუმცა მეორე ტაიმში იან რაშის დუბლით და კრეიგ ჯონსტონის გოლით ლივერპულმა გამარჯვება იზეიმა.[18]
უემბლის სტადიონზე გამართული სუპერთასი ფრედ 1-1 დასრულდა. 1986-87 სეზონში პირველი დერბი გუდისონზე უგოლო ფრით დასრულდა. მოცემულ მომენტში სატურნირო ცხრილში ლიდერობდა არსენალი, საჩემპიონო კონკურენციაში ჩართულები იყვნენ ნოტინგემ ფორესტი, ლუთონ თაუნი და ქოვენთრი სიტი.[19] განმეორებითი შეხვედრაში ლივერპულმა იმარჯვა 3-1, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ევერტონი ჩემპიონი მაინც გახდა.
1987-1988 სეზონში "ფა თასის" პირველ ტურის მერსისაიდული დერბში ლივერპულმა გიმარჯვა. 1989 წლის 15 აპრილს ფა თაისის ნახევარფინალში მოხდარ ჰილსბოროს ტრაგედიას 96 ლივერპულელი გულშემატკივარი ემსხვერპლა. ტრაგედიის შემდეგ პირველი მერსისაიდული დერბი 3 მაისს გუდისონზე 0-0 დასრულდა.[20] 20 მაისს კვლავ შეხვდა ეს ორი კლუბი ერთმანეთს ამჯერად ფა თასის ფინალში უემბლის სტადიონზე. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ლივერპულმა 3-2 იმარჯვა.[21]
1990-91 წლების სეზონი ევერტონისთვის არადამაჯერებლად წარიმართა, რის გამოც სეზონი მეცხე ადგილზე დაასრულეს, ლივერპული კი მეორე ადგილს დასჯერდა. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული შეხვედრა მერსისაიდული დერბი იყო "ფა თასზე". ეს თამაში 1991 წლის 17 თებერვალს გუდისონზე 4-4 დასრულდა. რამდენიმე დღეში კენი დალგლიშმა ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. განმეორებითი შეხვედრა ევერტონმა მოიგო. ასოციაციის თასზე ეს იყო უკანასკნელი წელი, როდესაც თანაბარი შეხვედრის შემთხვევაში განმეორებითი შეხვედრა ინიშნებოდა, ამის შემდეგ პენალტების სერია დაუშვეს.[22]
1991 წელს პიტერ ბირდსლიმ ლივერპულიდან ევერტონში გადაინაცვლა, რამაც მომდევნო დერბი კიდევ უფრო დაძაბული გახადა. 1992 წლის 7 დეკემბერს გუდისონ პარკზე ევერტონმა 2-1 გაიმარჯვა, ერთი გოლი კი ბირდსლის ეკუთვნოდა. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ერთმა ფეხბურთელმა ორივე კლუბის მაისურით გოლი გაიტანა.[23]
1993-94 სეზონში ენფილდზე ლივერპულმა 2-1 მოიგო, სატურნირო ცხრილში "წითლებისთვის" ამ გამარჯვებას დიდი ეფექტი არ ჰქონია, თუმცა ევერტონის მარცხი გასავარდნ ზონას აახლოვებდა.[24]
გამორჩეული დერბი გაიმართა 1997 წლის 18 ოქტომბერს, სადაც ლივერპული 2-0 დამარცხდა. ევერტონისთის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტურნირზე დარჩენა შეძლო.[25]
2000-01 სეზონის დერბი გამორჩეული იყო თავისი დაძაბულობით. პირველი შეხვედრა ენფილდზე ლივერპულს მოგებული ჰქონდა, განმეორებითი თამაში უხვგოლიანი აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში 2-3 ლივერპულის სასარგებლოდ. ლივერპული 1992 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.
2001-02 სეზონი ორივე გუნდისთვის წარმატებული იყო, ლივერპულმა შეძლო ევერტონის თხუთმეტ თამაშიანი წაუგებელი სერიის დასრულება. ლივერპულმა პრემიერლიგაში ორივე მერსისაიდულ დერბში იმარჯვა, თუმცა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა.
2004-05 პრემიერლიგა ევერტონისთის მეტად წარმატებული აღმოჩნდა. 1987 წლის შემდეგ პირველად სატურნირო ცხილში "ლურჯებმა" ლივერპულს გადაუსწრეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს, ლივერპულმა კი მეხუთე. ევერტონის ახალმა მწვრთნელმა დეივიდ მოიესმა გუდისონზე მერსისაიდული დერბი მოიგო, მაგრამ ენფილდზე დამარცხდა. ლივერპულმა სეზონი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებით დაასრულა.[26]
2005-06 წელს ორივე მერსისაიდული დერბი ლივერპულის სასარგებლოდ გადაწყდა, "წითლები" გახდნენ თასის ფინალის გამარჯვებულები ვესტ ჰემთან. ევერტონმა კი პრემიერლიგა ცხრილის შუაში დაასრულა.
2006-07 წლების პრემიერლიგა ევერტონმა მეექვსე ადგილზე, ხოლო ლივერპულმა მესამეზე დაასრულეს. ურთიერთშეხვედრებში პირველი თამაში გუდისონზე 3-0 იყო, განსაკუთრებულად არადამაჯერებელი იყო ლივერპულის მეკარე პეპე რეინა, ხოლო მეორე თამაში ენფილდზე ფრედ დასრულდა.[28]
დაძაბული გამოდგან 2007–08 წლების მერსისაიდული დერბი გუდისონ პარკზე. ლივერპულის ფეხბურთელმა დუბლის შესრულება შეძლო, გავიდა სამი ჰიუპიას ავტოგოლი, თამაშიდან გააძევეს ორი ევერტონელი, დაიდო ორი პენალტი.
2008-09 წლებში სხვადასხვა ტურნირის ფარგლებში ოთხი მერსისაიდული დერბი გაიმართა. პრემიერლიგაში პირველი შეხვედრა გუდისონზე ლივერპულმა იმარჯვა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში დაფიქსირებულმა ფრემ ლივერპულის საჩემპიონო ამბიციას დიდი ზიანი მიაყენა, ამ სეზონში პრემიერლიგა მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო მეორე ადგილი ლივერპულმა დაიკავა. "ფა თასზე" ათკაციანმა ევერტონმა ლივერპულის დამარცხება შეძლო, თუმცა ფინალში ჩელსიმ იმარჯვა. საბოლოოდ ევერტონი შემდეგ წელს ევროპა ლიგაზე გავიდა.[29]
2009-10 წლის პრემიერლიგა არცერთი ლივერპულური კლუბისთვის წარმატებული არ ყოფილა, ენფილდზე ლივერპულმა, ხოლო გუდისონზე ევერტონმა გაიმარჯვა.
2011-12 წლის სეზონში ლივერპული და ევერტონი სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ყველა თამაში ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. 2011 წლის 1 ოქტომბერს გუდისონ პარკზე 0-2 (გოლები გაიტანეს ენდი კეროლმა და ლუის სუარესმა) ევერტონის მცველი ჯეკ როდუელი თამაშის დაწყებიდან მალევე გააძევეს, საკამათო წითელი ბარათი ფეხბურთის ასოციაციამ მოგვიანებით გააუქმა. 2012 წლის 13 მარტს ენფილდზე სტივენ ჯერარდის ჰეთთრიკით ლივერპულმა მოიგო, 1982 წელს იან რაშის ჰეთთრიკის შემდეგ პირველად.[30] სეზონის მესამე შეხვედრა გაიმართა "ფა თასის" ნახევარფინალში. პირველ ტაიმში ევერტონელმა ნიკიცა ელავიჩიმ შეძლო გოლის გაიტანა, მეორე ტაიმის ნახევარში ლუის სუარესმა ანგარიში გაათანაბრა, 87-ე წუთზე ენდი კეროლის გოლით ლივერპულმა გაიმარჯვა.[31] ამ სეზონში სატურნირო ცხრილში ევერტონმა ლივერპულს გადაასწრო, ლივერპული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდა.
2013-14 წლების სეზონის პირველი მერსისაიდული დერბი გუდისონზე 3-3 დასრულდა.[32] მეორე ტურის შეხვედრა ენფილდზე 4-0.[33] ეს შედეგი დაფიქსირდა იურგენ კლოპის პირველ მერსისაიდულ დერბში 2015-16 წელს ენფილდზე.[34]
2018-19 წლების სეზონზე დივოკ ორიჯიმ თამაშის უკანასკნელ წამებზე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გაამარჯვების გოლი გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა გუდისონზე 0-0 დასრულდა, სწორედ ამ თამაშის შემდეგ გადაინაცვლა ლივერპულმა მეორე ადგილზე, ჩემპიონმა მანჩესტერ სიტიმ მხოლოდ 1 ქულით მეტი დააგროვა.
2019-20 სეზონში ლივერპული ცხრილის ლიდერად დაუხვდა ევერტონს, თამაში 5-2 დასრულდა. რის შემდეგაც ევერტონის რიგები დატოვა მთავარმა მწვრთნელმა მარკოს სილვამ.[37] 2020 წლის 5 იანვარს "ფა თასზე" იურგენ კლოპმა ლივერპულის ახალგაზრდული გუნდი გამოიყვანა, ამ თამაშში წითლებმა იმარჯვეს 1-0.[38] გოლის ავტორი კურტის ჯონსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი დენი კადამარტერის შემდეგ, ვინც მერსისაიდულ დერბში გოლის გატანა შეძლო. განმეორებითი შეხვედრა პერმიერლიგაში 13 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო პრემიერლიგა შეწყდა, 17 ივნისს პრემიერლიგა განახლდა დახურულ კარს მიღმა, 21 ივნისს მერსისაიდული დერბი ფრედ 0-0 დასრულდა.
ტრანმერ როვერსი
მატჩები ევერტონი/ლივერპული და ტრანმერ როვერსი (მდებარეობს ბერკენჰედში მდინარე მერსის მეორე მხარეს) არის ასევე მერსისაიდული დერბი. ტრანმერმა მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში უმაღლესი ჩემპიონატის მიღმა გაატარა, შესაბამისად დერბი ამ გუნდებს შორის იშვიათობაა. თუმცა ზოგჯერ თასის შეხვედრებში ხვდებიან ხოლმე ევერტონს და ლივერპულს. ბოლო შეხვედრა ორივე კლუბთან შედგა 2001 წელს "ფა თასზე" შედგა. ტრანმერმა ევერტონი გამოაგდო 3-0,[39] ხოლო ლივერპულთან მეოთხედ ფინალში 4-2 დამარცხდა.[40]
მოგება-წაგების ჯამი
სტატისტიკა ასახავს 2020 წლის 21 ივნისის არსებულ მონაცემებს.
ყველაზე მეტი დაუმარცხებელი მატჩი - ლივერპული 21 თამაში (2011 დან 2020)
ყველაზე ხანგრძლივი საშიანაო დაუმარცხებელი მატჩი - ლივერპული, (2000 წლიდან დღემდე) სულ 22 თამაში
ევერტონისთვის ყველაზე დიდხნიანი დაუმარცხებელი სერია 1899 წელიდან 1920 წელამდე. ენფილდზე 16 გამარჯვება
სახლში უწყვეტად მოგების სერია - ლივერპული (1932-33 დან 1936-37 წლამდე)
ზედიზედ ყველაზე ბევრჯერ მოგება მეტოქის სტადიონზე - ევერტონი (1908-09 წლიდან 1914-15 წლამდე, სულ 8 გაამარჯვება)
ბოლოდროინდელი დერბის თამაშები გამორჩეულია უხეშობებით და წითელი ბარათები. პრემიერლიგაში მერსისაიდულ დერბში სულ ნაჩვენებია 21 წითელი ბრათი. ლივერპულის კაპიტანს სტივენ ჯერარდს და ევერტონის კაპიტანს ფილ ნევილს მიღებული აქვთ წითელი ბარათები.
ქვემოთ მოცემულია მხოლოდ მერსისაიდული დერბის რეკორდები:
რეკორდული ანგარიშით გამარჯვება 6-0 ლივერპული, ენფილდი 1935–36 სეზონი.
რეკორდული ანგარიშით გამარჯვება გასვლაზე დაფიქსირებული აქვს ორივე კლუბს: 5-0 ენფილდი, 1914-15 სეზონი, იმარჯვა ევერტონმა და 1982-83 წლების სეზონი, გუდისონ პარკი ,5-0 იმარჯვა ლივერპულმა.
ყველაზე დიდი ანგარიში მერსისაიდულ დერბში 7–4 ენფილდი,1932–33 სეზონი, მოიგო ლივერპულმა.
ყველაზე ბევრ დერბში მიიღო მონაწილეობა ევერტონელმა ნევილ საუტოლისმა.
იან რაშს აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი მერსისაიდულ დერბში (25).1989 წელს "ფა თასის" ფინალში რაშმა გადაასწრო ევერტონის დიქსონ დინს
ევერტონის მთავარ მწვრთელ უილიამ კუფის აქვს ყველაზე მეტი მერსისაიდული დერბი მოგებული (სულ 16) 1901-1918 წლებში.
ლივერპულის მთავარ მწვრთლე ტონ უოტსონს აქვს ყველაზე მეტი მერსისაიდული დერბი წაგებული (სულ 21) 1896-1915 წლებში.
რეკორდული დასწრება: 78,599 გუდისონ პარკი, 18 სექტემბერი1948 (ძველი პირველი დივიზიონი)
მინიმალური დასწრება: 18,000 ენფილდი, 19 იანვარი1901 (ძველი პირველი დივიზიონი)
გოლები არაბრიტანელების მიერ: ჯამში 33 ფეხბურთელს 20 სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრიტანეთის გარდა) აქვს მერსისაიდულ დერბში გოლი გატანილი.
მეტი გოლი ვიდრე წლები: ლივერპულელ ფედ ჰოუს და ევერტონელ ტომი ლაუტონს იმაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი დერბში ვიდრე აღნიშნულ კლუბებში სათამაშოდ დაყვეს. ჰოუმ სამი წლის განმავლობაში 5 გოლი, ლოუტონმა ოთხი გოლი 3 წელში.
ჰეთ-თრიკი: პირველი ჰეთთრიკი ევერტონელი ალექს "სტენდი" იანგის სახელზეა, მან 4 გოლი გაიტანა 1904 წელს, ეს თამაში გუდისონზე 5-1 დასრულდა. სხვა ევერტონელები, რომლებმაც ჰეთ-თრიკი შეასრულეს: ბობი პარკერი (1914) და დიქსი დინი (ორჯერ) 1928 და 1931 წლებში. ლივერპულიდან ჰეთ-თრიკი გაიფორმეს: ჩემბერსი (1922), ფორშაუ (1925), ბარტონი (1933) და ჰოუ (4 გოლი, 1935 წ). თითქმის 50 წელის გასვლის შემდეგ ლივერპულელმა იან რაშმა 1982 წელს გუდისონზე 4 გოლი გაიტანა, ეს თამაში წითლების გამარჯვებით 5-0 დასრულდა. 30 წლის შემდეგ კი სტივენ ჯერარდმა ჰეთ-თრიკი შეასრულა ენფილდზე (3-0). იანგის 1904 წლის და რაშის 1982 წლის ჰეთ-თრიკების გარდა ყველა დანარჩენი ენფილდზე გავიდა.
ავტო გოლი: სენდი ბრაუნი ცნობილი გახდა 1969-70 სეზონზე თავისი ავტოგოლით, ეს შეხვედრა ევერტონმა დათმო. პირველი ავტოგოლი გავიდა 1902 წელს ევერტონის ფეხბურთელის ბალმერის მიერ. სულ რვა ევერტონელის სახელზეა ავტოგოლი, ხოლო სამი ლივერპულელის. ბოლო ავტოგოლი ეკუთვნის ევერტონელ ლეიტონ ბეინზს გუდისონზე (2012-13 წლების სეზონი).
გოლი ზედიზედ მატჩებში: 1986 წლის მაისში და სექტემბერში იან რაშმა ზედიზედ ოთხ დერბში შეძლო გოლის გატანა (თასის ფინალი, სუპერთასი და ორი სუპერ თასის ფინალი); რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო მიჯრით სამ თამაშში გოლის გატანა ესენია: ჰარდმანი (1905–06), ფრიმენი (1909–10), პარკინსონი (1910–11), კინგი (1978–79), ლინკერი (1985–86), ბარნსი (1989–90) და ფაულერი (1995–96).
ახალგაზრდების გოლები: მიუხედავდ იმისა, რომ რთულია გადამოწმდეს ძველი მოთამაშეების დაბადების დრო და გოლის გატანის მომენტი, ამჟამად მიჩნეულია რომ ევერტონის დენი კადამარტერი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც გოლი გაიტანა მერსისაიდულ დერბში, 18-ე დაბადების დღიდან ექვეს დღეში 1997 წლის ოქტომბერში.
ცხრილში შეყვანილია მხოლოდ ლიგის შეხვედრები, 1984 წლის სუპერ თასის ფინალს 100,000 ადამიანი დაესწრო. ენფილდზე ყველაზე ბევრი ადამიანი დაფიქსირდა1962-63 წლის ლიგის თამაშსზე 56,060. ცხრილში ვერ მოხვდა(ება) თამაშები, რომლებიც COVID-19 ვირუსის გამო დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ომის შემდეგ ევერტონის სასარგებლოდ დაინიშნა ორი პენალტი (ორივე გაიტანეს), ლივერპულისთვის 11 პენალტი დაინიშნა გუდისონზე აქედან სამი გააცუდეს. სრული სია: https://www.evertonresults.com/derbypens.htm.
თამაში ორივე კლუბში
ლივერპულში მოთამაშეების ტრანსფერს ერთი კლუბიდან მეორეში უწოდებენ "პარკის გადაკვეთას", განსაზღვრება მომდინარეობს კლუბს შორის არსებული სტენლის პარკის გამო. ლივერპულს პირდაპირ ევერტონიდან ფეხბურთელი 1959 წლიდან 2000 წლამდე არ უყიდია, საპირისპიროდ ევერტონს 1961-დან 1982 წლამდე.
დეივ ჰიქსონი, ჯონ ჰეიდონი და ფრენკ მიტჩელი ერთადერთი სამი მოთამაშეა, რომლებმაც ითამაშეს ლივერპულში, ევერტონში და ტრანმერ როვერსში, მერსისაიდის სამივე ძირითად კლუბში. ახალი ბრაიტონი ლიგის მონაწილე იყო 1923–51 წლებში; ბილ ლაზი და ნილ მაკბეინი თამაშობდნენ სამივე მერსისაიდულ კლუბში, ლივერპულში, ევერტონში და ახალ ბრაიტონში. ჯონ უაიტჰედი თამაშობდა სამ ლივერპულურ კლუბში ლივერპულში, ევერტონსა და ბუტლიში ერთი წელი ბუტლინი იყო ლიგაზე (1892–93), შემდგომ დაქვეითდნენ მეორე დივიზიონში.
ცნობილი ტრასფერები:
ევერტონიდან ლივერპულში
აბელ შევერი – 2002 – £750,000 (ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში ორივე კლუბის სახელით ითამაშა)
ნიკ ბარმბი – 2000 – £6 მილიონი (ყველაზე ძვირიანი ტრანსფერი)
დეივ ჰიქსონი – 1959 – £12,000 (ითამაშა ტრამერსი როუვერსში, სამივე მერსისაიდულ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელი)
ტონი მაკნამარა – 1957 – £4,000
ჯონ ჰეიდონი– 1949 – გადახდის გარეშე (ითამაშა ტრამერსი როუვერსში, სამივე მერსისაიდულ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელი)
ნილ მაკბეინი – ითამაშა სენტ ჯონსტონში. კარიერის განმავლობაში ერთი თამაში იყო ახალი ბრაიტონის მწვრთნელი, ერთი თამაში როგორც ფეხბურთელი 52 წლის ასაკში, გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი ვისაც ლიგაზე უთამაში. ის იყო ექვსი ფეხბურთელიდან ერთი, რომელმაც სამივე მერსისაიდული კლუბი მოიარა.
იშვიათია გუნდმა სეზონის ურთიერთშეხვედრის ორივე თამაში მოიგოს. მოგების სტატისტიკა მერსისაიდულ დერბში არის შემდეგი: ლივერპული 15 და ევერტონი 9. ორივე თამაშის მოგება მოიხსენიება როგორც "დუბლად". ლივერპული და ევერტონი სამჯერ და მეტჯერაც შეხვედრიან ერთმანეთს სხვადასხვა ტურნირზე, უფრო მეტ გამარჯვებას კი უწოდებენ "ტრებლს".
ევერტონი
სეზონი
ენფილდზე გოლები
გუდისონზე გოლები
1899–1900
1–2
3–1
1908–09
0–1
5–0
1911–12
1–3
2–1
1923–24
1–2
1–0
1928–29
1–2
1–0
1931–32
1–3
2–1
1938–39
0–3
2–1
1964–65
0–4
2–1
1984–85*
0–1
1–0
სუპერთასზე გამარჯვებით 1–0, ევერტონმა ტრებლი შეასრულა
ლივერპული
სეზონი
ენფილდზე გოლები
გუდისონზე გოლები
1898–99
2–0
1–2
1920–21
1–0
0–3
1922–23
5–1
0–1
1924–25
3–1
0–1
1947–48
4–0
0–3
1972–73
1–0
0–2
1981–82
3–1
1–3
1989–90
3–1
1–2
1990–91
3–2
1–3
2000–01
3–1
2–3
2005–06
3–1
1–3
2007–08
1–0
1–2
2009–10
1–0
0–2
2011–12*
3–0
0–2
2016–17
3–1
0–1
ფა თასზე 2–1 გამარჯვებით ლივერპულმა ტრებლი შეასრულა.
თასის თამაშების და სხვადასხვა ტურნირების შეხვედრებში ეს ორი გუნდი ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს,1986-87 წლების სეზონში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ ექვსჯერ ითამაშეს: პირველი თამაში უემბის სტადიონზე გამართული სუპერთასი 1-1, ლიგაზე ორჯერ თამაში, ასევე ორჯერ Screen Sport-ის სუპერთასის ფინალზე (პირველად გაიმართა 1985–86-ის სეზონზე) და ლიგის თასის 5-ე რაუნდი. ამ სეზონში ევერტონმა ჩემპიონობა იზეიმა, მიუხედავად ამისა ისინი ლივერპულთან ოთხჯერ დამარცხდნენ. ექვსივე მატჩზე მაყურებელთა რაოდენობამ 281.356 შეადგინა. მომდევნო სეზონში ოთხი მერსისაიდული დერბი გაიმართა, გამარჯვება და მარცხი ორივე გუნდს თანაბარად ჰქონდა.
პრემიერლიგაში ლივერპულს ევერტონთან დადებითი ბალანსი აქვს, ბოლო ათ წელში 4 სეზონი ორივე შეხვედრა "წითლების" სასარგებლოდ დასრულდა. პრემიერლიგაში ევერტონს დუბლი არასდროს შეუსრულებია, ბოლო წარმატება 1985 წელს შედგა გუდისონზე (1–0) და ენფილდზე (1–0), ასევე უემბლიზე გამართული სუპერთასის მოგება, ამ სეზონში ევერტონმა უკანასკნელად შეასრულა "ტრებლი".
1951 წლიდან 1962 წლდამდე არ გამართულა მერსისაიდული დერბი, 1951 წელს ევერტონი დაქვეითდა ლიგის მეორე დივიზიონში
სადაც 3 სეზონი გაატარა.
1953–54 წლების სეზონში ევერტონი დაწინაურდა უმაღლეს დივიზიონში, თუმცა ამავე სეზონში ლივერპული დაქვეითდა მეორე დივიზიონში სადაც 8 სეზონი გაატარა 1954-55 წლების სეზონიდან 1961-62 წლებამდე.
↑Smith, Rory (7 February 2010). „Liverpool 1 Everton 0: match report“. The Daily Telegraph. ციტატა: „Toxic in the stands, brutal on the pitch. The Merseyside derby.. to those involved it remains a battle of all or nothing proportions“
↑შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.thedaisycutter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 June 2015.