მონტე-ტიტანო
მონტე-ტიტანო (ტიტანების მთა)[1] — მთა აპენინის მთებში, სან-მარინოს უმაღლესი მწვერვალი. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 739 მეტრია.[2] მდებარეობს დედაქალაქ სან-მარინოს აღმოსავლეთით. 2008 წელს მონტე-ტიტანო იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა კომბინირებული სახელით „სან-მარინოს ისტორიული ცენტრი და მონტე-ტიტანოს მთა". ორივე ობიექტის ტერიტორია ერთად 55 ჰა-ს შეადგენს, მოიცავს მონტე-ტიტანოსა და სხვა სტრუქტურებს, მათ შორისაა თავდაცვითი კოშკები, კედლები, ჭიშკრები და ბასტიონები, ასევე ნეოკლასიკური ბაზილიკა.[3] მონტე-ტიტანოს მთაგრეხილის დასაწყისში, მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი სან-მარინო, რომლის ისტორიაც ადრეული IV საუკუნიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, მთის წვერზე VIII საუკუნეში მონასტერი არსებობდა. მთიანი ლანდშაფტი არეალს საუცხოო იერს სძენს და მისმა ჩაკეტილმა მდებარეობამ სან-მარინო, როგორც რესპუბლიკა მრავალ საუკუნეთა მიღმა შემოინახა.[3][4] იხილეთ აგრეთვესქოლიო
|