მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1954
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1954 — მეხუთე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში FIFA-ში გაერთიანებული საფეხბურთო ფედერაციების მამაკაცთა ნაკრებებს შორის. ჩატარდა შვეიცარიაში 16 ივნისიდან 4 ივლისამდე. შვეიცარია მასპინძლად აირჩიეს 1946 წლის ივლისში.[1] ჩემპიონატის მიმდინარეობისას რამდენიმე რეკორდი დამყარდა, მათ შორის ყველაზე მაღალი გოლების რაოდენობა საშუალოდ, თამაშების მიხედვით. ჩემპიონი გახდა დასავლეთი გერმანია, რომელმაც ფინალში ტურნირის ფავორიტი გუნდი, უნგრეთი ფინალში ანგარიშით 3–2 დაამარცხეს და თავიანთი პირველი ტიტული მოიპოვეს. მოქმედი ჩემპიონი, ურუგვაის ნაკრები ნახევარფინალში დამარცხდა უნგრეთის ნაკრებთან და შემდეგ მესამე ადგილისათვის მატჩში დამარცხდა ავსტრიის ნაკრებთან. მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ჩატარდა ამ ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიისა და ავსტრიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელშიც ავსტრიამ გაიმარჯვა ანგარიშით 7-5. 12 გოლი მას შემდეგ არცერთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გასულა. ქალაქები და სტადიონებიშედეგებიჯგუფი А
ჯგუფი B
დასავლეთი გერმანია — თურქეთი 7:2 ჯგუფი C
ჯგუფი D
პლეი-ოფი
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|