მღვდლობამღვდლობა — ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი, რომელსაც დასაბამი მიეცა ძველი აღთქმიდან. მღვდლობა დადგენილია ზეციური მამის, ღმერთის მიერ. ღვთიური წარმოშობის საწყისთან ერთად მღვდლობას აქვს განსაკუთრებული ნიშანი - ხელდასმა, რომლის საშუალებით რჩეულებზე გადმოდის ღვთის განსაკუთრებული მადლი და ამრიგად ისინი მაღლდებიან თავიან ხარისხში თვით სულიწმინდის მიერ. ისტორიამამა ღმერთმა უთხრა მოსეს: „აიყვანე შენთან შენი ძმა არონი და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელთა შვილებიდან, რომ ის იყიოს ჩემს მღვდელად, არონი და ნადაბ და აბიუდ, და ელიაზარი და იათამარ - ძენი არონისა. და გაუმზადე წმიდა სამოსელი შენ ძმას არონს, პატივსა და დიდებისათვის.“ (გამოსლვათა 28, 1-2) შემდეგ ღმერთმა დაადგინა მღვდელთმსახურერბის მთელი რიგი წესები. დროთა განმავლობაში ეს წესები თანდათან სრულყოფილი ხდებოდა. „მივის ჩვენ მღვდელთმთავარი დიდი, რომელმან განვლნა ცანი, იესო, ძე ღმღთისა, შევიკრძალოთ აღსარებაჲ იგი მის მართლ; რამეთუ არა ეგევითარი გჳვის მღუდელთმთავარი, რომელიმცა ვერ შემძლებელ იყო შეწყალებად უძლურებათა ჩვენთა, გამოცილი ყოველთავე მსგავსებითა, თჳნიერ ცოდვისა.“ (ებრაელთა 4, 14-15) მართლმადიდებლური სწავლებაახალი აღთქმის დროიდან შემოღებულ იქნა წმიდა მოციქულების მიერ ხელდასმის მღვდლობის ფორმა, ხოლო იერარქიული ხარისხები მღვდლობაში დააწესა თავად უფალმა იესო ქრისტემ, ესენია: ეპისკოპოსის, მღვდლის და დიაკონის ხარისხი. „ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმინდა, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თვენ ყოველივე, და მოგახსენოს თქუე ყოველივე რაოდენი გარქუ თქუენ.“ (იოანე 14, 26) მოციქული პავლე წერდა თავის მოწაფეს, ეპისკოპოს ტიმოთეს: „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელი ეგე არს შენთანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაჲსწარმეტყველებითა დასხმითა ხელთა ხუცობისაჲთა.“ (1 ტიმოთე 4, 14) ასეთი მრავალი ამონარიდის მოტანა შეიძლება სახარებიდან. ყველა მათგანიდან ნათლად ჩანს, რომ მღვდლობა ნამდვილად არის საიდუმლო. რიტუალიმღვდლობის საიდუმლო სრულდება წირვის დროს საკურთხეველში მღვდელთ-მთავრის ხელდასხმით. კურთხევის წესს შეადგენს შემდეგი მოქმედებები: ლიტერატურა
|