Share to:

 

პანაი

კუნძული პანაი.

პანაი — კუნძული ფილიპინებში, მდებარეობს ვისაიასის კუნძულების დასავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით, კუნძული იყოფა ხუთ პროვინციად: აკლანი, ანტიკე, კაპისი, ილოილო, და გიმარასი. კუნძულზე არის ერთი რეგიონი, დასავლეთი ვისაიასი. პანაი მდებარეობს მინდოროს სამხრეთით და ნეგროსის ჩრდილო-დასავლეთით, ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან გამოყოფილია გუიმარის სრუტის მეშვეობით. ნეგროსსა და პანაის შორის მდებარეობს მცირე ზომის კუნძული გუიმარასი. პანაის ჩრდილოეთით მდებარეობს სიბუიანის ზღვა და რომბლონის კუნძულები, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სულუს ზღვა და პანაის ყურე.

კუნძულის ფართობი შეადგენს 12,011 კმ², მას მსოფლიოს კუნძულებს შორის ფართობის მიხედვით 65-ე ადგილი უკავია. 2007 წლის აღწერის შედეგეგად, მოსახლეობა შეადგენს 3,973,877 ადამიანს. კუნძულზე მოსახლეობით უდიდესი ქალაქია ილოილო (მოსახლ. 418,710).

კუნძული მოქცეულია სუბეკვატორულ სარტყელში. ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 3000 მმ-ს. კუნძულზე მიედინება მდინარეები: აკეანი, ბანისა, ილოილო და პანაი.

Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya