რერუსი
რერუსი (ნორ. Røros) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნორვეგიაში, გაულდალენის რეგიონში. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 5 576 ადამიანს შეადგენს. ქალაქს ხშირად Bergstaden-ს ეძახიან, რაც „მაღაროების ქალაქს“ ნიშნავს. ეს იმის გამო, რომ ისტორიულად, რიოროსი სპილენძის მოპოვებითა და მისი მაღაროებითაა ცნობილი. დღესაც კი, ამ ქალაქის მოსახლეობა XVII - XVIII საუკუნისათვის დამახასიათებელ შენობებში ცხოვრობს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 1980 წელს, იუნესკომ ქალაქი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. რიორუსში დაახლოებით 80-მდე ხის სახლია, რომლებიც შიდა ეზოების გარშემოა განლაგებული. ქალაქის ბევრი ისტორიული ნაშთი მას შუა საუკუნეების იერსახეს აძლევს. იხილეთ აგრეთვერესურსები ინტერნეტში
|