Share to:

 

საიილი

საიილის სასახლის ნანგრევები

საიილიმაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლი მექსიკაში, იუკატანის შტატში, მაიას სხვა ძეგლის, უშმალის სამხრეთით. გადაჭიმულია 5 კმ²-ზე.

საიილი ყვაოდა და თავის განვითარების აპოგეას მიაღწია ჩვ. წ. 800-950 წლებში. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, საიილი იყო მოერეხარისხოვანი ცენტრი და ემორჩილებოდა უშმალს.[1]

ქალაქის ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა სამდონიანი სასახლე, თავის კოლონადებით, იგი აგებულია „პუუკის“ სტილში. სასახლე რამდენიმე ეტაპად აშენდა, თუმცა ზუსტი წლები დაუდგენელია.

ქალაქში მრავლადაა წყლის მიწისქვეშა რეზერვუარები, რომლებითაც შემდეგ მთელი საიილი მარაგდებოდა.

1996 წელს საიილი უშმალთან ერთად იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

კოორდინატები: 20°10′40″ ჩ. გ. 89°39′09″ დ. გ. / 20.1780000° ჩ. გ. 89.65250° დ. გ. / 20.1780000; -89.65250

სქოლიო

  1. Sharer & Traxler 2006, p.545.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya