სან-ხოსე (კალიფორნია)
სან-ხოსე — სიდიდით მესამე ქალაქი კალიფორნიაში, მეათე აშშ-ში. მდებარეობს სან-ფრანცისკოდან სამხრეთით. სან-ხოსე ოფიციალურად დაარსდა 1777 წლის 29 ნოემბერს ესპანელი კოლონისტების მიერ.[1] როდესაც კალიფორნია აშშ-ს შტატი გახდა, სან-ხოსე კალიფორნიის პირველ დედაქალაქად გამოცხადდა.[2] სან-ხოსეს მოსახლეობა გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჯარისკაცები და ვეტერანები გადაყავდათ იაპონიაში. 1990 წლიდან ქალაქში დაიწყო კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება, სან-ხოსე გახდა სილიციუმის ველის დედაქალაქი. აქ დაარსდა ისეთი ცნობილი კომპიუტერული კომპანიები, როგორიცაა Adobe Systems და eBay. ასევე, სან-ხოსეში აქვს ოფისები უამრავ კომპიუტერულ გიგანტს, მათ შორის: Cisco Systems, IBM, Altera, Hewlett-Packard, Hitachi, Google, Yahoo!, Nvidia, Apple inc.[3] [4] სქოლიო
|